ბლოგერი, რომა მახარაძე:
2 წუთი რომ დაფიქრდე რა რეალობაში ვართ, აგეტირებათ, ან გადაიხარხარებთ სიმწრით
სიგიჟეა.. ახალგაზრდა გოგო დაიჭირეს ტროტუარზე დგომის გამო და ხელები ისე შეუკრეს (უკან), თითქოს სახეში შეფრენის რისკები დააზღვია
ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო ეს დაგვმართნოდა, ახლა კი ვითომც არაფერი, ვაგრძელებთ ცზოვრებას
დავაცადოთ და ეს დღეებიც მოგვენატრება

ტროტუარზე დგომის გამო „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) თანამშრომელს, ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქისტაურს 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც აქციაზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას აერთიანებს, 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.














კომენტარები