• რეკლამა
  • კონტაქტი
09:00, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალ წელს დაულევია და ნაბახუსევზე უცებ, გულით გარდაცვლილა” – 37 წლის ირაკლი ჭკადუა გარდაცვლილი იპოვეს

ალია ავტორი - ალია
16:48 01-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

თბილისში დღეს ირაკლი ჭკადუა ოჯახმა გარდაცვლილი სახლში იპოვა. 37 წლის ირაკლიმ კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, თუმცა მოულოდნელად მისი ცხედარი საწოლში ოჯახის წევრმა ნახა.

ის ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენ ინსპექციის თანამშრომელი იყო, მერე კი კერძო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო.

“უნიჭიერესი ახალგაზრდა დავკარგეთ ამ დილას. ირაკლი ჭკადუამ კორონავირუსი 1 თვის წინ გადაიტანა, თავს ნორმალურად გრძნობდა, მაგრამ დღეს, მისმა ოჯახის წევრმა საკუთარ საძინებელში, საწოლში გარდაცვლილი ნახა.

ჩვენი აზრით, მისი მდგომარეობა პოსტვირუსულ პროცესში გართულდა.

ყველას გთხოვთ, ვაქცინა დროულად გაიკეთეთ. ვინ იცის, ირაკლი რომ აცრილიყო, ასე არ მოხდებოდა და 37 წლის კაცი საიქიოში არ გადაინაცვლებდა.

ირაკლი ძალიან განათლებული იყო, საჯარო სამსახურშიც წარმატებულად საქმიანობდა და ბიზნესშიც, მაგრამ არაფერს ფასი არ ჰქონია. საწყალი ისე დაიღუპა, ცოლ-შვილი არ ჰყოლია, – ამბობს გარაცვლილის ახლობელი.

“ძალიან მძიმე დილა გათენდა. მეგობრებისთვის დაბადებული ადამიანი… ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრების მოყვარული ადამიანი, ასე მალე დაგვტოვებდი. ჩემო ძმაო ირაკლი, ღმერთმა ნათელში გამყოფოს” – წერს კახა მამულაშვილი.

ირაკლი ჭკადუას “პრაიმტაიმთან” მომღერალი ბექა ჩხაიძე იხსენებს:

“სასწაული ბიჭი იყო. ყველასთან მეგობრობდა, ქეიფობდა და ერთობოდა სულ. უსაყვარლესი სვანების ოჯახია, უკეთილშობილესი ხალხი. ძმასთან ერთად გზის კომპანიაში მუშაობდა.

ახალ წელს დაულევია და ნაბახუსევზე უცებ, გულით გარდაცვლილა…

ჩემი სვანი ძმა იყო. უკეთილშობილესი, უღალატო, გაჭირვებულების გვერდში მდგომი, ცარიელი გული.

არ არსებობს ადამიანი, ვინც იცნობდა და არ უყვარდა ირაკლი.

გული მოგვაძრო ყველას.”

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved