• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აკაცუკების“ ძალა – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:03 10-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,547

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

„აკაცუკების“ ძალა
———————-
პავლო ელიზაროვი მეომარი არ ყოფილა, სავიკ შუსტერის თოქ-შოუს პროდიუსერი იყო, მშვიდი და მშვიდობიანი კაცი. დღეს ის უკრაინის ყველაზე მრისხანე და ეფექტური სამხედრო შენაერთის მეთაურია, პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით.
პავლო ელიზაროვს არც სამხედრო აკადემიებში უსწავლია, არც ხელჩართული ბრძოლის სპეციალისტია და არც სპეც-სამსახურებში გამოწვრთვნილი უნივერსალური მებრძოლი; პავლო ელიზაროვი ტელე-პროდიუსერია, რომელმაც უკრაინელი „აკაცუკები“ შეკრიბა, აი ისეთივე ბიჭები და გოგოები, ჩვენთან რომ დგანან რუსთაველზე და რომლებსაც ჩვენი ენდემური მდაბიოები დასცინიან და მათგან ისეთი კომპიუტერული სამხედრო შენაერთი შეკრა, რომელმაც რუსეთის არმიას 2 ათასზე მეტი მარტო ტანკი აუფეთქა, ჯამში კი 12 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.
დღეს უკრაინის გამძლეობის და შეუპოვრობის ხერხემალი უკრაინელი „აკაცუკების“ ნიჭზე და გამბედაობაზე დგას. უკრაინელმა „აკაცუკებმა“ შეცვალეს აქამდე არსებული ყველა სამხედრო თეორია და ტაქტიკა და ისეთი უნივერსალური და ეფექტური სამხედრო სისტემა შექმნეს, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო სტრუქტურის მქონე ამერიკა დღეს გამალებული აანალიზებს და სწავლობს.
საქართველოს მომავალი ძლიერებისა და წარმატების გარანტია დაკუნთულ, უპრინციპო გლადიატორებსა და კლასიკური განათლებით დაყურსულ კონფორმისტ მეცნიერებს კი არ ეყრდნობა, არამედ ქართველ „აკაცუკებს“, შეუპოვარ, ფერად, ნათელ, კეთილ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ უსამართლობასთან შეგუება და ამიტომ კომპიუტერული თამაშებიდან გადმოვიდნენ და რეალობაში განსხეულდნენ.
ეს ის ხალხია, რომელსაც ვერც მოისყიდი და ვერც შეაშინებ, რომლებიც ავტორიტეტებად მხოლოდ გულწრფელსა და სამართლიან ადამიანებს აღიარებენ, რომლებსაც მათი დარწმუნება ლოგიკური არგუმენტებით შეუძლიათ და არა დომინირებით, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფიზიკური.
„აკაცუკები“ უძლიერესები არიან ყველა ასპარეზზე, მომავალი მათია და არ არსებობს ძალა, რომელსაც მათი დათრგუნვა შეუძლია.
გაგიმარჯვოთ აკაცუკებო!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved