ისნის N5 საოლქო-საარჩევნო თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
“ძალიან გაკვირვებული ვარ მე, რომ დღეს ასე გადაწყდა და გამოგვიშვეს გირაო 10 000 ლარის შეფარდებით. ჩემში სამართლისადმი იმედის ნაპერწალმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაში სამართლის მიღწევა. მინდა მადლობა გადავუხადო მოსამართლეს, დარწმუნებული ვარ, დიდ წნეხში იქნებოდა, იმ აბსურდული ბრალდებით რომ გაეგრძელებინათ აღკვეთის ღონისძიება”. – ამბობს აკაკი კობალაძე.
ხუსკივაძის თქმით კი, მათი საქმე “თეთრი ძაფით იყო ნაკერი” და, მისივე სიტყვებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.
კომენტარები