კომპანია Airbnb რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას აჩერებს.
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტომა ბრაიან ჩესკიმ „ტვიტერზე“ დაწერა.
ცნობისთვის: 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დაწესდა. პარალელურად, საერთაშორისო კომპანიები რუსეთთან თანამშრომლობას წყვეტენ.
კომენტარები