მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალური ქსელიდან მისი შვილის დამუშავებული ფოტოების წაშლას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ფოტოები მომღერლის „ფან-გვერდმაც“ გამოაქვეყნა, რამაც ნიჟარაძის გაღიზიანება გამოიწვია.
„გთხოვთ, დამუშავებული ფოტო წაშალოთ! მცირეწლოვანი ბავშვის უნებართვოდ ფოტოს დამუშავება და დადება არ არის სწორი. აიღეთ ფილტრიანი, დაფოტოშოფებული ფოტოები!“, – წერს პოსტის კომენტარებში სოფო ნიჟარაძე.
კომენტარები