• რეკლამა
  • კონტაქტი
00:28, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

ალია ავტორი - ალია
14:15 07-24-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

AI-ს საერთაშორისო დღის ფარგლებში, სპეციალურად თიბისი IT აკადემიის ალუმნისთვის AI Meet-up გაიმართა, რომელსაც 100-მდე სტუდენტი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც თიბისი IT აკადემიისა და თიბისის Data & AI გუნდის ერთობლივი ორგანიზებით შედგა, მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო თიბისის AI დამონაცემთა მიმართულების ლიდერების ინსპირაციულSpark Talks-ებს, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ტექნიკურ ასპექტებს – მონაცემთა დამუშავებიდან დაწყებული, Generative AI-ის გამოყენებით ეფექტური ბრძანების წერის ტექნიკებით დასრულებული.

ღონისძიების მეორე ნაწილი განსხვავებული კონცეფციით წარიმართა – ინტერაქციული Dilemma Game-ის ფორმატში.მონაწილეებმა გუნდებად იმუშავეს რეალურ ბიზნეს-ქეისებზე. თამაში ფოკუსირებული იყო AI სისტემების უზუსტობებზე, ეთიკურ საკითხებზე, რისკების მართვასა და მომხმარებელზე ალგორითმული გადაწყვეტილებების გავლენაზე.

“ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ მიდგომას – ხელი შევუწყოთ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას და ახალგაზრდების გაძლიერებას” – თქვა თათა ანჯაფარიძემ, თიბისი IT აკადემიის ლიდმა, რომელიც მონაწილეებს აკადემიის ტექ კომუნისგაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

თიბისისთვის AI არის ყოველდღიურობის ნაწილი, სტრატეგიული მიმართულება და ქვეყნის ციფრული მომავლის შენების ერთ-ერთი მთავარი ძრავა.

2014 წლიდან დღემდე, თიბისი არაერთ მნიშვნელოვან AI პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებით ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად ცვლის კომპანიის შიდა პროცესებსა და მომხმარებელთან ურთიერთობას. უკვე წარმატებით განხორციელდა მრავალი ინიციატივა; ხოლო რიგი მასშტაბური პროექტები რეალიზაციის პროცესშია.

თიბისი გეგმავს, მომავალშიც აქტიურად განავითაროს AI ეკოსისტემა ქვეყანაში, დარჩეს მისი ერთ–ერთი მთავარი კონტრიბუტორი და წამყვანი მოთამაშე როგორც ბიზნესში, ისე განათლებისა და ინოვაციების სფეროში.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved