• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, პარასკევი, 6 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„…აი, რატომ მინდა, რომ ბაიდენმა ხმამაღლა ისაუბროს” – სააკაშვილის წერილი POLITICO-ს

ალია ავტორი - ალია
00:47 11-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემას, POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა:

„წერილს გწერთ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისიდან, საქართველოდან. ქვეყნიდან, რომელსაც ერთ დროს, როგორც პრეზიდენტი, ისე ვემსახურებოდი. საქართველოში რამდენიმეწლიანი დევნის შემდეგ, ოქტომბერში დავბრუნდი და დამაკავეს იმ ბრალდებებისთვის, რომელიც მჯერა, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. 50 დღის განმავლობაში ვშიმშილობდი, ვაპროტესტებდი ჩემს დაკავებას, ასევე, საქართველოს მთავრობის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” გააძლიერა კონტროლი სასამართლო სისტემასა და ბევრ სახელმწიფო და არასახელმწიფო მედიასაშუალებაზე. დაუშვა, რომ კორუფცია გაზრდილიყო, გააყალბა არჩევნები და ქვეყანას პუტინის რუსეთთან დაახლოებისკენ უბიძგა.

ჩემი პრეზიდენტობისას, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს ეწვია, რომ განემტკიცებინა აშშ-ის მხარდაჭერა მას შემდეგ რაც, რუსეთი შემოიჭრა და ნაწილობრივ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. 

“ჩვენ, შეერთებული შტატები, თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენს გზაზე უსაფრთხო, თავისუფალ, დემოკრატიულ და კიდევ ერთხელ ერთიანი საქართველოს გზაზე”, – პირობა დადო ბაიდენმა. მან მოუწოდა ჩემს ადმინისტრაციას, უზრუნველეყო “გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია სრული ჩართულობით”.

დღეს, მე მოვუწოდებ მის ადმინისტრაციას, რომ შეასრულოს მისი როლი. რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს დემოკრატიას, რომელიც საფრთხეშია. ბაიდენის მიზნიდან გამომდინარე, ავტოკრატიამ დემოკრატიაზე წინ წაიწიოს, ვიმედოვნებ, რომ ის საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ თავისუფლების შელახვისთვის, რომლის მისაღწევადაც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ.

მე საქართველოს პრეზიდენტი 2004 წელს გავხდი, როცა მშვიდობიანმა ვარდების რევოლუციამ მოითხოვა დემოკრატიული რეფორმები, კორუფციის აღმოფხვრა და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია

ბედის ირონიაა, რომ ნაწილობრივ ჩვენი დემოკრატიზაციის ძალისხმევის გამო, ჩემი პარტია 2012 წელს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა. ჩვენ მშვიდობიანად გადავაბარეთ ძალაუფლება კოალიციას, რომელსაც “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობდა და რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილი იყო. 2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმის ბუნტის შემდეგ, სენატორმა ჯინ შაჰინმა მის გამოსვლაში ჩემი მხრიდან ძალაუფლების დათმობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არასდროს შეიძლება იყოს დაუფასებელი.

დემოკრატიული პროცესების გზით ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილის მთავრობა მალე იქცა ანტიდემოკრატიულად. დღეს, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სასამართლო, სამართალდამცავი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ მცირე კლანის ინტერესებს ემსახურებიან. ბოლო ადგილობრივი არჩევნების დროს, ევროპის უსაფრთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ამომრჩეველთა დაშინებასა და სხვა არადემოკრატიულ ტაქტიკასთან დაკავშირებით.

ივლისიში კი მოძალადე და ჰომოფობიური დემონსტრანტები თბილისში თავს დაესხნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და აიძულეს გაეუქმებინათ პრაიდის მარში, რამაც საბოლოოდ ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია. აქტივისტები ხელისუფლებას ჟურნალისტებისა და ლგბტ თემის მიმართ მუქარაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

ამავდროულად, მთავრობამ დე ფაქტო შეაჩერა ყოველგვარი პრაქტიკული მცდელობა ნატოში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ამის ნაცვლად, საქართველო ეფლირტავება ირანს და რუსეთს “რეგიონული თანამშრომლობის” პლატფორმასთან, რომელიც აცოცხლებს სტრატეგიული სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლური გავლენის აღმოფხვრის იდეით.

ეს უნდა აშფოთებდეს ბაიდენის ადმინისტრაციას: როდესაც ის 2009 წელს გვეწვია, საქართველო საიმედო მოკავშირე იყო რთულ რეგიონში. დღეს “ქართული ოცნება” ფუთავს საქართველოს ბედს, როგორც რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სახელმწიფო.

ივანიშვილის რეჟიმმა წლების წინ დაუსწრებლად წამიყენა ბრალი ძალაუფლების გადამეტებისთვის.  მჯერა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და პარტიის მიერ ოპოზიციის გაჩუმების შემაშფოთებელი მაგალითი. ამიტომაც, რამდენიმე წლის შემდეგ, შემოდგომაზე, საქართველოში დავბრუნდი. ვიცოდი, რომ ციხეში მოვხვდებოდი. იმედი მაქვს, ყურადღება მიექცევა აქ არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობას, რომელიც ქუჩებში ათასობით ქართველმა გააპროტესტა, გასული თვის არჩევნების შემდეგ.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ხაზი გაუსვა დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების განმტკიცებისა და დაცვის მნიშვნელობას. ახლა ქართველ ხალხს სჭირდება თავისი დემოკრატიული და პროდასავლური მისწრაფებების აქტიური მხარდაჭერა ავტორიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა დაგმოს საქართველოს ხელისუფლება მათი ძალისხმევისთვის, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას.

აშშ-ის კონგრესმა ასევე უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება გლობალური მაგნიტსკის აქტის მიხედვით. სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის ან სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტი ამერიკის სოლიდარობას გამომხატველი იქნებოდა საქართველოს ხალხის მიმართ.

საბოლოოდ კი, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს საქართველოს მთავრობა მომავალ სამიტზე, მოწვევა, რომელიც აგზავნის არასწორ სიგნალს და რისკავს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული პრაქტიკის ლეგიტმაციას.

შეერთებულ შტატებს საქართველოში არადემოკრატიული ელემენტების წინააღმდეგ სახლში და მის ფარგლებს გარეთ, დემოკრატიის მხარდაჭერის დიდი ისტორია აქვს. დღევანდელი თავისუფლების შემაშფოთებელი ეროზიისა და მზარდი რუსული გავლენის ფონზე, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცხადყოფს, სად დგას იგი“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

15:44 06-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved