• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აი, პიჯაკი შეიძინა გაჭირვებულმა პრეზიდენტმა და 9 მილიონი კი არ არის, პიჯაკია სინამდვილეში, ეს ვერ გავა ამ ქვეყანაში – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
17:11 12-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ყველაფრის პიჯაკების საქმემდე დაყვანა არ შეიძლება. ეს არის ცუდი პიარული სვლა, რომელიც ვერ გავა ამ ქვეყანაში – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, ცნობილი იყი იმით, რომ მასში კორუფცია მეტასტაზებივით იყო მოდებული, ასევე ეს მიდგომაც ჩაანაცვლეს და აღმოფხვრეს ტოტალური მასობრივი კორუფცია, უნდა ვთქვათ გულწრფელად, მაგრამ ეს ჩაანაცვლეს ელიტარული კორუფციით. თანხები, რომლებსაც ქრთამის სახით იღებენ, კი არ იყო ისეთი წვრილ-წვრილი, როგორც მანამდე, 2003 წლამდე ხდებოდა, არამედ ძალიან გამსხვილდა და ელიტარული კორუფცია იყო მათი დამახასიათებელი ნიშანი იმ ტოტალურ ძალადობასთან და შიშთან ერთად, რაც ასევე ახასიათებდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს. ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ 48 მილიონი მოიპარა, გაფლანგა, მივეჩვიეთ. ადამიანებს იჭერდნენ 500 ლარზე, 50 ლარზე, 400 ლარზე, 700 ლარზე და ასე შემდეგ. 48 მილიონი მოიპარა უგულავამ, მერე რა, იქ გაფლანგა, გამოფლანგა, რატომ არის ცუდი. არაფერი თითქოს.

9 მილიონი მოიპარა სააკაშვილმა და აფინანსა თავისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმი, სხვა ქვეყნის ვიღაც მსახიობი, მათ შორის სხვა ქვეყნის მსახიობს აფინანსებდა ქვეყნებში გადაფრენის მიზნობრიობით, ოჯახის წევრების სწავლის საფასურს, ცურვის ანაზღაურება, მასწავლებლის თანხები და მსგავსი საკითხები და 9 მილიონი გახდა პიჯაკების საქმე. პიარული სვლაა მხოლოდ იმისთვის, რომ აი, პიჯაკი შეიძინა საწყალმა, გაჭირვებულმა პრეზიდენტმა და 9 მილიონი კი არ არის, პიჯაკია სინამდვილეში. აქამდე რომ მოხდეს ამის დაყვანა, ეს პიარული ე.წ. ხრიკებია ამაში ჩადებული. ამ დროს, განსაკუთებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების საკუთარ ტანზე, ოჯახსა და საკუთარ ინტერესებზე მორგებაზე, მისაკუთრებასა და მოპარვაზეა საუბარი. ეს უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. ამაშია მთელი უბედურება, რომ ამ ყველაფრის პიჯაკების საქმემდე დაყვანა არ შეიძლება. ეს არის ცუდი პიარული სვლა, რომელიც ვერ გავა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved