ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სამი დღით გაუჩინარებული ოპოზიციონერი დეპუტატის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„გულწრფელად მაინტერესებს, სამი დღის წინ რომ გაქრა დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, დღეს რომ “მოქრა”, ოპოზიციას გაემიჯნა და გაუჩინარება ასე განმარტა: ჩემთვის ვფიქრობდი მარტოობაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მიმეღოო – აი ეს სისხლნაჟღენთების მსგავსი რაღაცეები, მარტოობაში ხანგრძლივი და მტანჯველი ფიქრის კვალია?ps თუ პიგმენტური ლაქებია, კარგი იქნება თუ ეს გვეცოდინება“ – წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები