• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ეგეთ დღეში ვიყავით საბჭოეთში” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
18:32 01-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,058

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

80-იანების შუაში საბჭოთა კავშირი რომ კვდებოდა და ვერა და ვერ მოკვდა, ჩემი თანამშრომელი მოვიდა საამქროში, ქარხანაში ვმუშაობდით მაშინ და აი, რა მითხრა:
– ყვავილები მიხმება სახლში. დამნაშავე ჩემი ვაჟია, რომელიც როკ მუსიკას უსმენს და ამ როკ მუსიკამ ყვავილები გაახმოო. განსაკუთრებით ერთი სიმღერა აქვს ამოჩემებული, სულ იმას ატრიალებს და თავს ხომ იღუპავს, მცენარეებსაც ღუპავს. წამო რა, დაელაპარაკე, იქნებ დაგიჯეროს, ჭკვიანი კაცი ჩანხარო.
– ეგეთს რას უსმენს-მეთქი?
– რასო და დეეპ პურპლესო.
მელომანობა ახალი დაწყებული მქონდა, ბევრ რამეში ვერ ვერკვეოდი. მაინც წავედით, მივედით, ოთახში შევედი. აბა, რას უსმენ, მეც მომასმენინე-მეთქი. ეს სიმღერა აღმოჩნდა Deep Purple-ის Sail Away. რომელიც შემდგომში ჩემ საყვარელ სიმღერად იქცა. იქაც, იმ მომენტში, ერთი 5-ჯერ მოვუსმინე, ვითომ ყვავილებზე ზეგავლენას ვამოწმებდი.
– აბა, რას იზამს, დაანებებს თავსო? – მკითხა თანამშრომელმა.
– არა მგონია, თავი დაანებოს, მაგრამ შენ იქით პარალელურად „Песняры“-ის მოუსმინე და ეგ გაანეიტრალებს-მეთქი.
ძალიან გაუხარდა.
აი, ეგეთ დღეში ვიყავით საბჭოეთში.
პ.ს. წლების მერე შემხვდა და მითხრა, როგორც დამარიგე, ისე მოვიქეცი და გადავარჩინე ყვავილებიო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved