• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აი, ასეთი ქვეყანა მინდა გახდეს საქართველო – ექიმი იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:19 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი ვაქცინაციასთან დაკავშირებით გერმანიაში არსებულ პრაქტიკაზე წერს და ამბობს, რომ ქვეყანაში კარანტინში გასულ დასაქმებულ მოქალაქეებს ანაზღაურებას მაინც უხდიან. ამის შესახებ ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, გერმანიის ბიზნესმა და დამსაქმებელთა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ჩარევისა, ის დამსაქმებელი მაინც გადაუხდის ხელფასს კარანტინის დროს.

ფრანგიშვილი ამბობს, რომ მას სურს, ასეთი პრაქტიკა საქართველოშიც იხილოს. 

“სასოწარკვეთილმა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა შემოაგდო წინადადება, რომ აუცრელებისათვის, თუკი ისინი კარანტინში მოხვდებიან, იმ 2 კვირის განმავლობაში ხელფასი არ მიეცემათო.

უპირველესად, გერმანიას 61% აცრილი ჰყავს, 15 % უბრალოდ ვერ აცრი, ასაკი არააქვს ასაცრელი. და ის დარჩენილი 20%მდე ადამიანი, ვინც აქამდე არ აცრილა, იმათ ვერ აცრი ასეთი მეთოდებით.

მეორეა ის, რომ გერმანია დემოკრატიასთან ერთად პირადობის დაცვის ქვეყანაა და ხელისუფალმა ვერაფრით ვერ გაიტანა, რომ დამსაქმებელმა მოგთხოვოს აცრის ცნობა, თუ არა ხარ ან აღმზრდელ მასწავლებელი ან არ ხარ ჯანდაცვაში დასაქმებული.

და მესამეა ის, რომ დამსაქმებელი ანუ ბიზნესი გერმანიაში სულელი ხო არაა?! თუკი არ იცი აცრილია თუ არა, როგორ გაარკვიოს დამსაქმებელმა, გადაუხადოს თუ არა ხელფასი?

ჯანდაცვის ბიუროებს არა აქვთ არც იურიდიული უფლება და არც ჰუმანურ–ფინანსური საშუალება, რომ გაარკვიონ, სად და რა პირობებში მუშაობს კარანტინში მყოფი.

თუკი უბრალოდ ეტყვი, რომ ჰოუმოფისში ხარ, ვინ შეგამოწმებს? ან კარანტინის დაცვას სახლში ვინ გიმოწმებს. ეს საქართველო ხო არაა, რომ კოვიდსასტუმროები გახსნან?

მოკლედ, დამსაქმებელი სულელი არაა გერმანიაში და შეშინდა, არ სურს ისე მოხდეს, რომ კოვიდკონტაქტიანი, რომელიც წესით კარანტინში უნდა იყოს, გამოცხადდეს სამუშაო ადგილას, რაც გაცილებით მეტ ინფექციას გამოიწვევს.

ასევე არ სურს, რომ როგორმე გამოიძიოს აცრის სტატუსი მისი მომსახურისა და მერე იმან უჩივლოს და ბოლოს, ისიც არ სურს რომ დასაქმებული დაკარგოს.

ამიტომაც, გერმანიის ბიზნესმა და დამსაქმებელთა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ჩარევისა, ის დამსაქმებელი მაინც გადაუხდის ხელფასს კარანტინის დროს.

აი ასეთი ქვეყანა მინდა გახდეს საქართველო.

მოვახერხებთ როგორმე და ყველა ერთად, როცა გავისტუმრებთ პოლიტიკიდან ყველა მონას, ყველა კონფორმისტს და ყველა ავანტიურისტს, ვინც მხოლოდ სართულიანი გინებით ებრძვის ვითომდა სისტემას, არადა ამ სისტემის წევრია სისხლხორცეულად და ოჯახური გენეალოგიით,”– წერს იაგო ფრანგიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved