• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აი, ამიტომ აღარ მჯერა ივანიშვილის ქველმოქმედების – რას ჰყვება ნინო ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
16:35 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა:

„იყო დრო, როცა ძალიან ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ნამდვილად მეგონა, რომ ის რასაც აკეთებდა, საქართველოსთვის აკეთებდა უანგაროდ და გულწრფელად, მაგრამ შემდეგ, როდესაც ღრმად ჩავიხედე მის მიერ განხორციელებულ ქველმოქმედებაში ძალიან ნათლად დავინახე ის, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პოლიტიკური აქტივობისთვის მოსამზადებელი აქტი და ეს არ იყო რეალური ქველმოქმედება.

მე ძალიან მიკვირდა, როდესაც მესმოდა მისი ქველმოქმედების შესახებ თავის დროზე და ვკითხულობდი რატომ არავინ ეუბნება ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად, შეისყიდოს ქართველი მოსახლეობისთვის სახლები იგივე წალკის რაიონში, სადაც მუდმივად პრობლემები ჰქონდათ მიგრანტებს, შეისყიდოს სხვა რეგიონებში, მაგრამ ეს არ ხორციელდებოდა. ქველმოქმედება ძირითადად იმისათვის ხორციელდებოდა, რომ ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს შემდეგ მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის მხარი დაეჭირა და რეალურად ასეც მოხდა. ყველაფერი რაც ივანიშვილმა გააკეთა მან გამოიყენა თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არც ახლა არ მჯერა მისი ქველმოქმედების, მითუმეტეს, როდესაც გაკეთდა ეკონომისტების მხრიდან საკმაოდ საინტერესო შეფასებები. ეს უფრო ჰგავს ერთის მხრივ ქონების დაცვას, რომ პოლიტიკური კრიზისების პერიოდში რაიმე არ დაემუქროს მის ქონებას და მეორეს მხრივ, გარკვეულწილად იმ ქონების თავიდან აცილებას, რომელთაც შეიძლება გადასახადები დაეკისროს და ამჯერად მომგებიანი არ არის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების”

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ჯამში 26 ობიექტი გადააფორმა, 2 ობიექტი კი გადაფორმების პროცესშია.

თეგები: ბიძინა ივანიშვილინინო ბურჯანაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved