• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ამ სქემით და ესენი იპარავენ ჩვენ ფულს – “ატკატის” გადახდა დააჩქარეს ოქტომბერში” – გიორგი ჩალაძე

ალია ავტორი - ალია
14:35 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი, გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება კორონაპანდენიის დროს ნახევარ მილიონს ხარჯავს ექიმებისთვის დამცავი სათვალეების, მოპედების და მოტოციკლების შესაძენად. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა:

“ფულს ძოვს ყველა, ვისაც ხელი მიუწვდება მაღალი თანამდებობის პირებთან. ვისაც შეუძლია “ქეშბექის” ანუ “ატკატების” გადახდა და “ატკატის” გადახდა დაჩქარებული იყო ოქტომბერში. მაქსიმალური თანხები მოიხსნა ისეთი პროდუქციის შეძენაზე, როგორიც მალე შეიძლება მოწოდებულიყო, ან მალე მოწერილიყო ხელი, რომ ოქტომბერში ბევრი ფული ჩარიცხულიყო ქვეყანაში უკან. შავი ფული დაბრუნებულიყო, სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად. მხოლოდ მსოფლიო ბანკის ნასესხებ 80 მილიონიდან 41% არის პირდაპირი მიყიდვით გაფორმებული კონტრაქტები. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყიდეთ, სესხის ფულით, ნახევარი მილიონის დამცავი სათვალეები, მაგრამ არ ვიყიდეთ დაგეგმილი, მილიონ სამასი ათასის და ორ მილიონის რვაასი ათასის და 16 მილიონის სამედიცინო ტექნიკა და აპარატურა, რომლითაც უნდა აღჭურვილიყო: გადაუდებელი დახმარების ცენტრი, უნდა აღჭურვილიყო რუხის, ბათუმის და ლისის საავადმყოფო. ასევე განუხორციელებელი პროექტი კიდევ არის, დიაგნოსტიკური საშუალებების შესყიდვის, 25 მილიონიანი ზოგადი პროექტი, რომელიც ხელის მოწერა უნდა ყოფილიყო მეექვსე თვეს და ჩაბარება უნდა ყოფილიყო იანვრის ბოლოს, მომავალი წლის, ესენი არ განხორციელდა, სამაგიეროდ აქტიურად არის დაწყებული მოძიება სასწრაფო დახმარებისთვის და ექიმებისთვის, მოპედებისა და მოტოციკლეტების შესყიდვის, მილიონ ნახევარი დოლარის,” –  ამბობს გიორგი ჩილაძე 

გიორგი ჩილაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირი შესყიდვის საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 

“41%-ი 80 მილიონიდან, 32 მილიონი დოლარის 24 კონტრაქტი არის პირდაპირი მიყიდვის წესით გაფორმებული. ივნისში შესაძლებელია ტესტ სისტემები, როცა ბაზარი გაჯერებულია იყიდო ურგენტულად და გადაუდებლად, ბაზარზე მოკვლევის ჩატარების გარეშე და საბაზრო ღირებულებაზე 5-ჯერ მეტად?, არანაირ ფასთან კვოტირება არ არის, და ამასთან დაქირავებული გვყოლია 72 ათას დოლარად შესყიდვების მენეჯერი, რომელსაც თავისივე სპეციალისტი ჰყავს როგორც ფინანსური ასევე შესყიდვების, ერთის ხელფასი არის  ჯამურად, 6 თვის განმალვობაში, 60 ათასი დოლარი, მეორეს ხელფასი არის 52 ათასი დოლარი, ესენი იპარავენ ჩვენს ფულს,”

თეგები: გიორგი ჩალაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved