• რეკლამა
  • კონტაქტი
01:20, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ“ – ეკა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
17:35 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჟურნალისტი ეკა ხოფერია, რომლის უფროსი შვილი ანანო გერმანიიდან ჩამოფრენის შემდეგ თვითიზოლაციაშია, სოციალურ ქსელში წერს:

„მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ , მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეც. მანქანით მოიყვანეს , გამოგვართვეს გასაღები , მიაცილეს და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.

ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.

ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში .

გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახლადდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ .

ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ

და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ , მეგობრებო, და დავძლევთ .

მოგვიანებით, ეკა ხოფერია თვითიზოლაციაზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:

„ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები , ცხადია, სადღაც ცხოვრობენ. ეს სადღაც შეიძლება იყოს ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი.( ჩემთანაც იქირავა ორმა) გარკვეულწილად, ამ კუთხითაც საჭიროა ჩვენი თანადგომა. მითუფრო, რომ უმკაცრესად იცავენ ყველა წესს შესაბამისი სტრუქტურები. არავინ იცის, ვის როდის და სად დასჭირდება თვითიზოლაცია. ამ კუთხითაც ღირს მეტი განმარტება და მზადყოფნა. ( სტუდენტების მშობლებო, ამ კუთხითაც მოემზადეთ )“

თეგები: ეკა ხოფერიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved