• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დაკარგავს ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ, რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს ომში – ნიკოლოზ გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
11:12 08-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება.

​მისივე თქმით, აგვისტოს თვეში უკვე ფაქტია, რომ სამწუხაროდ, იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ, რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში…

„ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 41 249, საიდანაც 6 426 ადამიანი მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ჯამურ აქტიურ შემთხვევებთან 15.5%. რომ გვესმოდეს, ამაზე ქვემოთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაწევა აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევებისთვის (ინფიცირების ეს ტემპი თუ გაგრძელდა) უნდა მოხდეს ახალი საწოლების მობილიზება რომლის დიდი რესურსიც ქვეყანას უბრალოდ აღარ აქვს ფიზიკურად.

ამით იმის თქმა მინდა რომ დღეს სისტემა ინფრასტრუქტურულად მუშაობს იმ კრიტიკულ ზღვართან ახლოს რომლის იქით უბრალოდ ვეღარ შეძლებს მომსახურების გაწევას ჩვენი მოქალაქეებისთვის.. რაც არ უნდა მაგრა მოვემზადოთ უბრალოდ ამ რაოდენობას ინფიცირებულების სისტემა ვერ ეყოფა. (ამ წუთისთვის ყველა ჩვენი ინტენსიური კოვიდ საწოლი დაკავებულია მათ შორის პედიატრიული!) ამას ემატება ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა ჩვენი სამედიცინო პერსონალის რომელიც 18 თვეა უკვე ამ ომშია განუწყვეტლივ… გაფიქრებაც კი მზარავს მაგ ზღვართან რომ მივიდეთ რა მოხდება… სამწუხაროდ ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის (ალბათ ხვდებით რომ ამ ყველაფერს ვინმეს მონაყოლს და ჭორად მოსმენილს არ გიყვებით, ჩვენი ჯგუფი ანხორციელებს დღეს ყველაზე მეტი კოვიდ საწოლის, ისევე როგორც იმუნიზაციის ბრიგადების მიწოდებას ქვეყნისთვის).

აგვისტოს თვეში უკვე ფაქტია, რომ სამწუხაროდ იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში…

რაციონალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას და გავითვალისწინოთ რეალური კონტექსტი რაც გვაქვს (ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების ქმედითი განხორციელების დაბალი ალბათობა, ეკონომიკური გამოწვევების, ზაფხულის სეზონის, ჩამოწერილი ჯარიმების ფონზე), გამოსავალი გვაქვს იმაში რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი (კარგია დღეს რომ 23 000 ადამიანი აიცრა, თუმცა არასაკმარისი, ორჯერ მეტი გვინდა და ეს შესაძლებელია თუ მოვინდომებთ, ვაქცინაც ხელმისაწვდომია, გამტარიანობაც იზრდება ქვეყანაში, მარტო ჩვენი ჯგუფის კომპანიები აგვისტოში გავაორმაგებთ დღევანდელ მოცულობებს ვაქცინაციის ბრიგადების).

და შევეშვათ დიდ ქორწილებს და შეკრებებს, რომლებიც შემდეგში ბევრი ოჯახის ტრაგედიებში ითარგმნება…

ეს არის ჩემის აზრით რაც შეგვიძლია ჩვენ მოქალაქეებმა ჩვენივე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ დავამთავროთ ეს მძიმე ეტაპი! (პირბადის კეთებაზე აღარ შევჩერდები)

უკაცრავად გრძელი პოსტისთვის, მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად არაა სახუმარო.

სკეპტიკოსები, იქნებიან ეს საერო თუ სასულიერო პირები შემიძლია “ექსკურსიაზე” დავპატიჟო რომელიმე ჩვენს კოვიდ ინტენსიურ განყოფილებაში…

დიდება 2008 წლის რუსეთთან ომში დაღუპულ ჩვენ გმირებს! გაძლება ჩვენს სამედიცინო პერსონალს,“- წერს ნიკოლოზ გამყრელძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved