• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ – ბურჭულაძის ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
12:40 09-14-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. კორუფციის ბრალდებით დაკავებული “ოცნების” ექს მაღალჩინოსანი ახლა მეორე ინსტანციის სასამრთლოში ეცდება მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება 100 ათასის ოდენობის გირაოთი შეცვალოს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი ამბობს, რომ ბურჭულაძის მიმართ ბრალდება დაუსაბუთებელია. ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ სამართებრივად არსებობს შანსი, დაცვის მხარემ შედეგს მიაღწიოს.

“გამოკითხულნი არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ისე კერძო პირები კერძო ბიზნესიდან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ამ სატენდერო შესყიდვაში. ასევე გამოკითხულია ჯუანშერ ბურჭლაძის ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი, მათ შორის საკმაოდ ასაკოვანი ბებიაც კი. ამჟამად ვის გამოკითხვას აპირებს ბრალდების მხარე ჩემთვის უცნობია.

ჩვენი მხრიდან მიწოდებულია ყველანაირი მკიცებულება. გამოძიებას ხელთ აქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომლითაც საბუთდება არა მხოლოდ ის შემოსავალი, რითაც მან შეიძინა ესპანეთში სახლი, რაც ერთ-ერთი ბრალდებაა, რომ თითქოსდა უკანონო შემოსავლით ლეგალიზაცია მოახდინა და ამით შეიძინა სახლი, ჩვენ გვაქვს მიწოდებული მტკიცებულებები გამოძებისთვის, რომლის თანახმადაც კანონიერი შემოსავლები ჯუანშერ ბურჭულაძის ბევრად აღემატება იმ თანხას, რასაც მას გამოძიება ედავება 194 მუხლით.

ჩვენ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე, ბრალდება ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ არის დაუსაბუთებელი.

პირველი გეგმა ჩვენი არის აღკვეთის ღონისძების შესახებ განჩინების გასაჩივრება სააპელაციო წესით. ბუნებრივია, ჩვენ ილუზიით არ ვიკვებებით, თუმაც მიგვაჩნია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, იმ სუსი შუამდგომლის საფუძველზე, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, რომელიც გახლდათ სრულიად დაუსაბუთებელი, სამართლებრივად ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მივაღწიოთ რაიმე შედეგს. ჩვენ ორშაბათს გავასაჩივრებთ დღის ბოლომდე”,  – ამბობს მარი შათირიშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved