• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღარ მინდა ილუზიაში და თავის მოტყუებაში გავაგრძელო ყოფნა – ნიკა ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
17:32 01-31-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

იუმორისტი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„ბოლო ერთი თვე ძალიან ბევრ რამეზე მომიწია ფიქრმა, საქმეს და კარიერას ვგულისხმობ.

ასაკი თავისას შვრება და ყველაფერზე უფრო ვღელავ, რადგან ახლა ბევრად ვღელავ ზოგადად მომავალზე.

ადრე, ადრეულ ახალგაზრდობაში, მეტი რისკის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს.

ახლა აღარ შემიძლია. ფიზიკურად მანგრევს მომავლის ბუნდოვანება. იმდენად მძაფრად ვღელავ, რომ ჯანმრთელობაზე დაიწყო ასახვა.

ამიტომ, ახლა ვაპირებ, ერთი კვირა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მივახმარო. ამ კვირაში, სიმშვიდეც მოვა ალბათ და საქმის მომავალსაც ბევრად მშვიდად განვსაზღვრავ.

ვეცდები, ყველას და ყველაფერს ზუსტი შეფასება გავუკეთო და სახელი დავარქვა.

აღარ მინდა ილუზიაში და თავის მოტყუებაში გავაგრძელო ყოფნა.

2022 წელია, წელს 44 წლის ვხდები და ჯერ  კიდევ სრულიად ბუნდოვანია, რა იქნება, თუნდაც გაისად ამ დროს.

ჰოდა, ცოდო ვარ. მიყვარს ჩემი თავი და დიდხანს მინდა ბედნიერი იყოს?❤️

თქვენც ეცადეთ იცოდეთ თქვენი თავის ფასი და არასდროს შეეგუოთ უსამართლობას. პირველივე ასეთ მომენტში იყვირეთ, ხმამაღლა თქვით, რომ ასეთ მოქცევას არ იმსახურებთ.

და თუ არ გატყდებით, ნელ-ნელა ადამიანები  პატივს სცემენ თქვენს პრინციპებს და ვერ გაგიბედავენ იმას, რაც მე ხშირად გავაბედვინე გარემოს.

ჩვენ არ გაგვიმართლა, ამ ქვეყანაში მცხოვრებთ – აქ რთულია უარის თქმა შემოსავალზე, სამსახურზე, ფულზე. სწორედ ესაა ხოლმე მიზეზი, რომ თვალს ვხუჭავთ უსამართლობაზე.

ამას ზოგი ადრე ხვდება, ზოგი გვიან, ზოგს სულაც ფეხებზე ჰკიდია.

მაგრამ ეს მართლა მთავარია – საკუთარი თავის დაცვა.

ყველაფერი კარგად იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ უკეთესად რომ იქნება – დარწმუნებული ვარ.

უბრალოდ, ახლა თავში ძალიან ძააალიან ბევრი მძაფრი აზრია, რომლებზეც უნდა ვიფიქრო და ისე გავაკეთო საყვარელი საქმე.  შეცდომების და  არასაჭირო დათმობების გარეშე.

ამისთვის მჭირდება ერთი კვირა და შეიძლება, ინტენსიურ კონტაქტზე ვერ ვიყო.

მიყვარხართ და მინდა, ერთმანეთის ბედნიერებით ვიყოთ განებივრებულები…“- წერს ქავთარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved