• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,აღარ მაინტერესებს არც ნაცი, არც ქოცი და არანაირი პარტია” – ჯაჭვლიანი “ოცნების” ბოსებს ამხელს

ალია ავტორი - ალია
22:39 09-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ირაკლი კობახიძის ამარა დარჩენილმა პარტიამ, ბიძინა ივანიშვილის ერთგულ კადრებზე, ნადირობის სეზონის გახსნა. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ ბრძოლაში სოსო ჯაჭვლიანი ბიძინა ივანიშვილის გვერდით ერთ-ერთი პირველი დადგა. ომიც ივანიშვილთან ერთად გამოიარა, ახლა კი ამ ომში გამარჯვებული, ქართლი ოცნება, მისივე ჯარისკაცებს ებრძვის.

სოსო ჯაჭვლიანმა მისი ყოფილი თანაგუნდელები “შაბათის ეთერში” ამხილა:

ირკვევა, რომ სვანი კაცისთვის ცოლის ქუჩაში ტერორი ბოლო ზღვარი იყო. სწყინს რომ კალაძემ და თეა წულუკიანმა მისი განადგურება  განიზრახეს, რათა ივანიშვილის ერთგული კადრებისგან პარტია ბოლომდე დაცლილიყო.

“შეიძლება ადამიანს ეფერებოდე, რომ შენ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და უკან სამარეს უთხრიდე?! – ხო, ჩემ თავს ვგულისხმობ… ჩემი ოჯახის წევრს, მეუღლეს ხვდება ვიღაც ბიჭები, ვიღაცეები და უწყებენ შანტაჟსს. თავი დაანებოსო რა, წავიდესო ჯაჭვლიანიო აქედანო! ამის მერე მე იქ არაფერი აღარ მაინტერესებს არც ნაცი, არც ქოცი და არანაირი პარტია. აღარ მაინტერესებს მე, როცა ჩემი ოჯახის წევრებს ეხებიან. აქდეან ვეუბნები მთელს საქართველოს ჩემს ადგილას, რომ ყოფილიყავით და თქვენი ოჯახის წევრს დახვედროდნენ იქ გუნდი გაინტერესბეთ?! – რა გუნდზეა ლაპარაკი იქ… 

,,მე მოხტუნავე კაცი არა ვარ, მე სოსო ჯაჭვლიანი ვარ. მე არცერთ გუნდში არა ვარ! მე სოსოს გუნდში და სოსოს გულში ვარ. მე სიმართლესთან ვარ ყოველთვის. ვინც იტყვის სიმართლეს ის ყოველთვის იქნება ჩემთვის.”

სიმართლის თქმა სოსო ჯაჭვლიანს კახი კალაძის და მისი ცოლის ძმის გადაკიდების ფასი დაუჯდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისის მერმა განიზრახა, კინოსტუდია ქართული ფილმი ხელში ჩაეგდო და მის ხელმძღვანელად  ცოლის, ანუკი არეშიძის მამიდა, მაია არეშიძე დაენიშნა. რაც ჯაჭვლიანმა არ გააკეთა.

სოსო ჯაჭვლიანს კახი კალაძე ამის შემდეგ საბოლოოდ გადაეკიდა. ჯაჭვლიანი პოლიტიკაში მოსვლამდე მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ამ პოსტს დღემდე  ინარჩუნებს. ჯერ პარტიის მიღმა დატოვეს, შემდეგ კი უთხრეს რომ ფედერაციიდანაც უნდა წასულიყო და ადგილი კალაძის ცოლის ძმის, გიორგი არეშიძის საძმაკაცოსთვის დაეთმო.

საქართველოს მთავრობამ კალაძის ნებით მკლავჭიდის ფედერაციის დასამარება დაჩქარებული წესით დაიწყო. 2021 წლის 22 სექტებერს საქართველოს მკლავჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა. 

ყველაფერი მზად იყო, მთელი მსოფლიოდან 3000 სპორტსმენი ბათუმში ჩამოსასვლელად ემზადებოდა, თუმცა კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჯაჭვლიანი დაიბარა და ფაქტობრივად პირდაპირ უთხრა, რომ უნდა გადამდგარიყო. თუ არ წავიდოდა კალაძის დაჯგუფების სპორტსმენები ამბოხებას მოაწყობდნენ, მსოფლიო ჩემპიონატს ჩაშლიდნენ და საქართველოს თავი საქვეყნოდ მოეჭრებოდა.

კალაძის შემდეგ სოსო ჯაჭვლიანის წინააღდეგ ბრძოლაში თეა წულუკიანი ერთვება. მან სოსო ჯაჭვლიანს უთხრა, მთავრობა მსოფლიო ჩემპიონატს მკლავჭიდში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაატარებდა თუ  კალაძის დაჯგუფებას ფედერაციაში ძალაუფლებას მისცემდა. 

საუბარი მინისტრსა და ფედერაციის ხელმძღვანელს შორის 2021 წლის ივლისში შედგა. ამ შეხვედრამდე ჯაჭვლიანს ეგონა რომ ჩემპიონატი ტარდება. გარანტიები მთავრობის მეთაურისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან ჰქონდა მიღებული. ამიტომ ფედერაციამ მედლების ჩამოსხმა დაიწყო. დაამზადეს ასპარეზობისთვის საჭირო ინვენტარი. მსოფლიო ფედერაცია ოფიციალურ წერილებში წერდა, რომ 3000 სპორტსმენისთვის ბილეთები დაიჯავშნა, თუმცა სავარაუდოდ ისევ კალაძის ბრძანებით, ყველაფერი თავდაყირა დადგა. საქართველოს მთავრობამ  მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაცია გადააგდო და 3000 სპორტსმენი ჰაერში დატოვა.

მსოფლიო ფედერაცია საქართველოს მთავრობას წერილს წერილზე უგზავნიდა. ვითარებაში გარკვევას ითხოვდა და პარალელურად დეტალურად ხსნიდა რა შედეგით დასრულდებოდა მოლაპარაკების ჩაშლა. ყველა წერილი ღარიბაშვილის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა, საბოლოოდ საქართველოს, ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს.  ახლა ქვეყანას 4 წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ჯარიმის სახით 800 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

თეგები: სოსო ჯაჭვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved