• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღარ არის დათა პაპა, წავიდა… მისი ოცნება კი ჩვენ უნდა ავასრულოთ – დავით ქაცარავა

ალია ავტორი - ალია
11:47 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:

„დათა პაპა. ეს სახელი მგონი ყველამ იცის საქართველოში. აინტერესებს ოკუპაცია თუ არა, დათა პაპა მაინც ყველას გაუგია. აი ის პაპა, რომელიც მავთულხლართების იქეთ ცხოვრობს და ჯიუტად ოცნებობს ერთ მშვენიერ დილას ეს მავთულხლართები აღარ იხილოს თავისი სახლის წინ და კვლავ შეძლოს დაბრკოლების გარეშე თავის საყვარელ ხურვალეთში გადაადგილება. ის დათა პაპა, ვისთანაც ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული თითქმის ყველა ოფიციალური პირი ოფიციალური ვიზიტით მიდიოდა ხურვალეთში და მავთულხლართებიდან ხელს ართმევდა. ის დათა პაპა, რომელიც ოკუპანტების ზეწოლის მიუხედავად, არ ცვლიდა ქართულ პასპორტს და ჯიუტად ელოდა დეოკუპაციას. აი ის დათა პაპა, რომელიც ჩვენთვის საქართველოს სიყვარულის და სამოქალაქო წინააღმდეგობის სიმბოლოდ იყო ქცეული, აღარ არის. დათა პაპა წავიდა. მისი ოცნება კი ჩვენ უნდა ავასრულოთ. ერთ მშვენიერ დღეს შენი სახლის წინ მავთულხლართები აღარ იქნება. გპირდები. მშვიდობით, დათა პაპა.“

ხურვალეთელი დათა ვანიშვილი, რომელი დათა პაპას სახელით იყო ცნობილი, გარდაიცვალა.

ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2012 წელს მოჰყვა, თუმცა მან სახლის დატოვებაზე უარი თქვა და მავთულხლართებს მიღმა მეუღლესთან ერთად დარჩა.

2014 წელს ის ოკუპანტებმა პენსიის ასაღებად ცენტრ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო დააკავეს.

დათა ვანიშვილი 88 წლის იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved