• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,აგენტი მამაშენია” – დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
01:43 04-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,758

ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს, ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:

,,ესე იგი ხალხის ძალამ რომ გაავრცელა ეს ბოდვა, ვიფიქრე, დავიკიდებ, რამდენი იდიოტი რამდენ სისულელეს იტყვის, ყველაფერს ხომ არ გამოვეკიდები მეთქი, მაგრამ როდესაც თვით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დამდო პატივი და განაცხადა, ზუსტად ვიცით დავით ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის აგენტი რომააო, ამას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე.

აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას, რის გამოც ასეთი პატივი დავიმსახურე: თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ენერგორესურსების განხორციელების პროექტს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ როგორც პუტინზე გაიცა დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლოდან, იგივე მოხდეს მისი რეგიონული მოკავშირის მიმართაც.

ეს არის ელემენტარული ლოგიკა, გამომდინარე შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან და თუ ვინმეს ხელისუფლებაში სერიოზულად გგონიათ, რომ ამას მე ამერიკის დაზვერვა თუ მასონთა ლოჟა მალაპარაკებს ბიძინას დაშანტაჟების მიზნით, ვაი თქვენს პატრონს უბედურს!

ბატონ კობახიძეს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის.
#აგენტიმამაშენია”

შეგახსენებთ, კობახიძემ განაცხადა:

,,…დავით ზურაბიშვილი ნამდვილად უცხოელი აგენტია. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით, რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაპატიმრების ორდენის გამოწერაზე საუბრობს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს – დავით ზურაბიშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი. შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. კიდევ ერთხელ ისიც გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გაჩერებული აქვს თანხები. მის მიმართ ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მეტიც, მას უკვე ემუქრებიან რაღაც ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის იგივე დაპატიმრების მუქარა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ინტერესი არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, აქ გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე დასკვნები საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს. ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია, ამასაც გავივლით და საქართველოში მშვიდობას შევინარჩუნებთ, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოური აგენტი, დავით ზურაბიშვილი ან გლობალური ომის პარტია“

 

თეგები: დავით ზურაბიშვილიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved