• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, შაბათი, 25 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადვოკატის ღია წერილი ირაკლი კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
15:19 10-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,983

ადვოკატი მარიამ საბიაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს:

,,ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს.

(მხოლოდ ის შეძლებს ამას და მჯერა, ნებასაც გამოხატავს).

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგმართავთ ადვოკატი მარიამ საბიაშვილი — 13 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და ოჯახური დავების მიმართულებით.

პრაქტიკაში უფრო ხშირად მიწევს მამაკაცების ინტერესების დაცვა, რადგან სტატისტიკურად, მათ უფრო ხშირად ექმნებათ ბარიერები შვილებთან კომუნიკაციის პროცესში, ვიდრე ქალბატონებს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ოჯახური დავების პროცესში, მამაკაცების უფლებები მეტად დარღვეულია. არსებული მიდგომები და დამოკიდებულებები ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში, ქალების მიმართ მეტ მხარდაჭერას იჩენს, რაც ქმნის არათანაბარ პირობებს და არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. დროა, ეს მიდგომები შეიცვალოს.

საკითხი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს. საუბარია სისტემურ პრობლემაზე, რომლის არსებობაშიც დარწმუნებით დამეთანხმება ჩემი მრავალი კოლეგა.

ოჯახური დავების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განისაზღვრება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი ან ურთიერთობის წესი მშობლებთან, სასამართლოში ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

აღნიშნული სააგენტო ვალდებულია, შეისწავლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნის სახით. ეს დოკუმენტი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილებები ფაქტობრივად ეყრდნობა სწორედ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დასკვნებს.

სამწუხაროდ, ჩემს პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როდესაც თავად სასამართლომ მისცა სააგენტოს შენიშვნა ან გაფრთხილება დაგვიანებული, არასრულფასოვანი და არაეფექტიანი ქმედებების, აგრეთვე არასაკმარისად დასაბუთებული დასკვნების გამო.

მეტიც, არსებობდა შემთხვევა, როდესაც სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ პირდაპირ მიმართა სააგენტოს წარმომადგენელს შემდეგი სიტყვებით:
„თქვენ თავად არღვევთ ბავშვთა ინტერესებს.“

აღნიშნული ფაქტი ნათლად აჩვენებს, რომ პრობლემას სისტემური ხასიათი აქვს და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს უწყება ვერ ახორციელებს საკუთარ ფუნქციებს სათანადოდ. მათი დასკვნები ხშირად არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, შიდა სამართლებრივი რეგულაციები კი ართულებს და აჭიანურებს პროცედურებს, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო პროცედურებს, რაც უკავშირდება მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს (აღნიშნულზე აღსრულებას ახორციელებს სააგენტო).

გარდა ამისა, აუცილებელია სააგენტოს საქმიანობის საერთო გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების განახლება.

მერწმუნეთ, არსებული პრობლემების აღმოფხვრა სრულიად შესაძლებელია, თუ არსებობს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილების მიღების სურვილი.

ამისათვის საჭირო არ არის დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება (მე ასე მგონია), არამედ საჭიროა მხოლოდ მიზანმიმართული ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს უწყების სისტემურ გაჯანსაღებას. აღნიშნული ცვლილებები უნდა განხორციელდეს როგორც მენეჯმენტის დონეზე, ისე საკანონმდებლო ჩარჩოსა და ადამიანური რესურსების მართვის დონეზე.

პირადად მე და ჩემს პრაქტიკოს კოლეგებს გვაქვს მომზადებული კონკრეტული რეკომენდაციები და მოქმედების გეგმა, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული უწყების სისტემური გაჯანსაღება ისე, რომ მის მიერ შემუშავებული დასკვნები თუ ქმედებები, რეალურად ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ამასთან, აუცილებელია, თავად უწყება მოქმედებდეს სწრაფად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ, იმ პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს სტანდარტებს.

მერწმუნეთ, უკვე უამრავი ბავშვი დაზარალდა სწორედ სააგენტოს არასათანადო ან არასწორი ქმედებების, ასევე არასრულფასოვანი კვლევების შედეგად.

თითოეული ასეთი შემთხვევა, არამხოლოდ კონკრეტული ოჯახის ტრაგედიაა, არამედ მთელი სისტემის სუსტი წერტილის მაჩვენებელი.

ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია, შესაბამისად, სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ვალია, უზრუნველვყოთ მათი უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანი დაცვა.

ამ პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი, სწორედ აღნიშნულ სააგენტოზეა დაკისრებული. სააგენტოზე, რომელიც სამწუხაროდ, ვერ ართმევს თავს საკუთარ საკანონმდებლო მოვალეობებს. მოჩვენებითად ვითარდება, მაგრამ ეს ასე არ არის.
(მხოლოდ ერთი საქმით და საქმეში წარმოდგენილი დასკვნებით, ასევე ერთი სააღსრულებო მოქმედებით შემიძლია დაგარწმუნოთ სააგენტოს არაეფექტურობაში. ჭკვიანი ბრძანდებით და მაშინვე მიხვდებით).

რა რეალობა გვაქვს დღეს?

დღეს საქართველოში გვაქვს უნიკალური, საერთაშორისო სტანდარტის ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელიც მორგებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე, თუმცა პრაქტიკაში არ გვაქვს მისი აღსრულებისა და გამოყენების ეფექტური მექანიზმები , განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებას შეეხება.

ყოველთვის მსურდა და მსურს, აღნიშნული უწყება ვიხილო ძლიერი, მოქნილი და რეალურად ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული.

წლებია ამ საკითხზე საჯაროდ ვსაუბრობ და დროა, ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემამ, რეალურად იმოქმედოს თავისი დანიშნულებისამებრ, ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესების სასარგებლოდ.

გულწრფელად გეტყვით, არაერთხელ მიგრძვნია თავი უხერხულად სასამართლო პროცესებზე, როდესაც სააგენტოს წარმომადგენელი ვერ იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და სასამართლოს წარუდგენს არასრულფასოვან ან არაკომპეტენტურად მომზადებულ დასკვნებს.

მსგავსი შემთხვევები ნათლად ავლენს უწყების პროფესიულ სისუსტესა და ფუნქციურ უუნარობას, რაც არ არის სასიხარულო და მტკივნეულად აღსაქმელია პირადად ჩემთვის (ალბათ ყველასთვის).

ამას მუშაობას ვერ დავარქმევ ბატონო პრემიერო.

სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნები, უნდა ეფუძნებოდეს სრულყოფილ კვლევას, იყოს მყარი, არგუმენტირებული და ფაქტებზე დამყარებული — ისეთი, რომელიც ნამდვილად იწვევს ნდობას და არ ტოვებს შეკითხვებს.

ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის პროცესში აუცილებელია მრავალპროფილური სპეციალისტების გუნდის ჩართულობა :-ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, იურისტებისა და ბავშვთა საკითხებში გამოცდილი ექსპერტების მონაწილეობით. მხოლოდ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ობიექტურობასა და სამართლიანობას.

დღევანდელი მიდგომა რაც არის, არამხოლოდ პროცესის სამართლიანობას აზიანებს, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ბავშვის ინტერესებსაც. კიდევ განვმეორდები, სასამართლოები ძირითადად სააგენტოს დასკვნებით ხელმძღვანელობენ და ამიტომ უნდა იყოს სწორად განსაზღვრული ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

ცხადია, ადვოკატები ხშირად ვასაჩივრებთ არასრულფასოვან დასკვნებსა და სააგენტოს არასწორ ქმედებებს, თუმცა ყველა ასეთი პროცესი დროის მომთხოვნია. სამწუხაროდ, სწორედ ამ დროის განმავლობაში ზიანდება ყველაზე მთავარი, ბავშვი, რომლის ინტერესების დაცვაც უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ, განიხილოთ შესაძლებლობა შეხვედრის ჩატარების შესახებ, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით (სააგენტოს თემაზე. გნებავთ სააგენტოს, მოსამართლეების და ადვოკატების ჩართულობით).

მსურს პირადად გაგიზიაროთ არსებული პრობლემები და ჩვენი რეკომენდაციები, რომლებიც, მიმაჩნია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმებს ქვეყანაში.

აღვნიშნავ, რომ ამ ინიციატივას არ უდევს არანაირი პირადი ინტერესი. ჩემი ერთადერთი მიზანია, ბავშვთა ინტერესები იყოს რეალურად დაცული საქართველოში, ხოლო ორივე მშობელს მიენიჭოს კანონის შესაბამისად თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.“

თეგები: ირაკლი კობახიძემარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved