• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა

ალია ავტორი - ალია
12:31 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პეტრო პოროშენკოს ადვოკატის, იგორ გოლოვანის განცხადებით, კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ნებართვა გასცა.

უკრაინის მე-5 პრეზიდენტის უფლებადამცველი აცხადებს, რომ გენერალური პროკურატურა და სასამართლო მისი დაკავების გადაწყვეტილებას მალავდნენ. ადვოკატის თქმით, პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს, დილით ბრუნდება და ითხოვს, სწორედ ამ დღეს ჩაინიშნოს სასამართლო სხდომა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სხდომაზე დასწრება შეძლოს.

„რატომ მალავენ გენერალური პროკურატურა და კიევის ოლქში პეჩერსკის რაიონული სასამართლო, რომ არსებობს დადგენილება პოროშენკოს სასამართლოში მიყვანის მიზნით დაკავების შესახებ და გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე? მოსამართლეს, რომელსაც გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა, მოვთხოვთ, სხდომა 17 იანვარს დანიშნოს, რათა ის მივიდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს სხდომაში“, – ამბობს უფლებადამცველი.

ადვოკატის თქმით, პოროშენკოს დაკავების ან სასამართლოში იძულებით მიყვანის საფუძველი არ არსებობს.

„უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ექსპრეზიდენტი მზად არის, ნებაყოფლობით მივიდეს სასამართლოში“, – აცხადებს უფლებადამცველი.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.

2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა. პეტრო პოროშენკოს პარტიაში („ევროპული სოლიდარობის პარტია“) აცხადებენ, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში გაემგზავრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved