• რეკლამა
  • კონტაქტი
15:37, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადრენალინი მაშინვე გავუკეთეთ” – მედდა, რომელმაც გარდაცვლილი ექთანი აცრა

ალია ავტორი - ალია
19:09 03-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

მედდა, რომელმაც 27 გარდაცვლილი ახალციხელი ექთანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გარდაცვლილ ექთანს დროულად ჩაუტარდა. 

“მშვენივრად იყო, ინტერვიუც ჩაწერა და სადღაც 20-25 წუთში შეუძლოდ გახდა. ზოგადი სისუსტე და ქავილი – ოდნავ მექავებაო. მაშინვე, ამას ვადასტურებ, მაშინვე გამზადებული [ადრენალინის] შპრიცი ბარძაყზე გაუკეთდა – მაშინვე. 

რაღაც 5 წუთში უკეთ იგრძნო თავი, თითქოს დამშვიდდა, დაწყნარდა. მონაცემები ნორმალური ჰქონდა. შემდეგ უკვე იგრძნო ძლიერი თავის ტკივილი და მაშინვე დავუძახე რეანიმატოლოგს​.

რეანიმატოლოგი რომ მოვიდა, კრუნჩხვებში ჩავარდა, აღებინა და დაეწყო კრუნჩხვა. აი, როდესაც კრუნჩხვა დაფიქსირდა, მაშინვე გაუკეთეს დიაზეპამი. შემდეგ უკვე რამდენჯერმე გაუჩერდა გული”, – ამბობს ექთანი.

თავდაპირველად 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა 18 მარტს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ახალციხის იმედის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. მას შოკი დაემართა და სუნთქვა უჭირდა. შეუძლოდ მყოფი ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც ის მეორე დღესვე გარდაიცვალა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი ვაქცინის უხარისხობაზე არ მიანიშნებს, ვინაიდან ანაფილაქსია ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, თუმცა იშვიათი გვერდითი მოვლენაა. 

ახალციხელი ექთნის გარდაცვალების საქმეზე შსს-მა გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთიხლებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved