ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იმ სამ ძირითად პრინციპზე საუბრობს, რომლითაც ადამიანების უმრავლესობა პოლიტიკაში ხელმძღვანელობს.
„რასაც მე ვუყურებ, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკაში ხელმძღვანელობს სამი პრინციპით:
ა) ორიენტირებულია ერთ პიროვნებაზე, რომელსაც აღიარებს ბოსად და მიჰყვება მას სადაც არ უნდა მიდიოდეს, გინდ ჯანდაბაში, გინდ დოზანაში.
ბ) ვინც არ ევასება, იმას უნდა რომ დედა ეტიროს.
გ) ვინც ასეთი არაა, ის ასეთებს მაგრად არ ევასებათ და შესაბამისად მათ მიმართაც მოქმედებს პუნქტი ბ.
აეგრე ვცხოვრობთ,” – წერს დავით ზურაბიშვილი.
კომენტარები