სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, სხეულის ამპუტირებული ნაწილების ღია, მიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით, 3 პირია დაკავებული. ინფორმაცია შსს ადასტურებს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ.
სამივე დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება – საუბარია 288-ე მუხლზე, რომელიც გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.














კომენტარები