• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანებს აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ საკვები, სამოსი და თავშესაფარი – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:36 12-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ტვ პირველი ეთერში ე.წ. უკანონოდ აშენებული სახლების ნგრევის ფაქტს ეხმაურება და საუბრობს სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, რას უნდა აკეთებდეს ასეთ დროს სახელმწიფო:

მთელ მსოფლიოში თანხმდებიან, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს მინიმუმ, სამი ძირითადი უფლება, აქვთ უფლება, რომ გამოიკვებონ, აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ სამოსი და აქვთ უფლება ჰქონდეთ თავშესაფარი, ჭერი ჰქონდეთ. ეს სამი ძირითადი უფლებაა.

ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკა უფრო წინ წასულია, იქ ადამიანები თავისით ახერხებენ საკვების, ტანისამოსის ყიდვას, ჭერის მოწყობას, თავად იკმაყოფილებენ ელემეტარულ მოთხოვნილებებს. ზოგ ქვეყანაში საზოგადოებას, ან მის ნაწილს არა აქვს ამ უფლებების რეალიზების შესაძლებლობა. მთელ მსოფლიოში ამ ყველაფერში ერევა სახელმწიფო და საბინაო პოლიტიკის ფარგლებში ცდილობს სხვადასხვა პროგრამების შემუშავებას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მთელი ევროპა და შეერთებული შტატები აწარმოება სოციალურ ბინათმშენებლობას, სახელმწიფო აშენებდა ბინებს, აშენებდა საცხოვრისებს, აწყობდა ახალ უბნებს, რათა არც ერთი ოჯახი არ ყოფილიყო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი, არ ყოფილყო ქუჩაში დარჩენილი და ამ ქვეყნებში საბინაო პოლიტიკა ახლაც გრძელდება.

არის სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ ბინის ქირის სუბსიდირებას, რომ ბინის გადასახადი მცირე იყოს სოციალურად დაუცველი ფენებისთვის.

არის ქვეყნები, სადაც სამშენებლო კომპანები, ვალდებულები არიან, რომ მაგალითად, როცა ააშენებენ 22 სართულიან ბინას, იქედან 2 სართული სახელმწიფოს გადასცენ, რომ სახელმწიფომ შექმნას საბინაო ფონდი და გაუნაწილოს გაჭირვებულ მოსახლეობას.

სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობად მიიჩნევს ადამიანების საცხოვრისით უზრუნველჰყოფას, რადგან ეს არის ელემენტარული,. ევროპული და ამერიკული გამოცდილება დღემდე ასეთია, დღემდე გრძელდება ევროპის დიდ ქალაქებში საბინაო პოლიტიკა.

იმ ადამიანებს “აფრიკაში” და თვალჭრელიის ქუჩაძე, ვესაუბრე მათ, იმედი ჰქონდათ ადამიანობის, რომელსაც თბილისი მერია გამოიჩენდა, რომ ამ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ამ პანდემიაში, ან ზამთარში და სიცივეში, ასეთ ბრუტალურ და სასტიკ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა, მაგრამ როგორც წესი, ადამიანური ღირებულებები, როცა გვაქვს საქმე კოლოსალურ მოგებებთან, აღარ ფასობს და შესაბამისად, ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ მათ სახლებს დაუნგრევდნენ და ადამიანებს გამოყრიდნენ.

როგორც ჩანს, ამ სივრცეზე ვიღაც სხვა ინვესტორს აქვს პრეტენზია, ვიღაც სხვა ინვესტორს უნდა სხვა ნაგებობების აშენება. მერიაში თქვეს, ვინმე თუ გამოჩნდა და ამ სივრცის პრივატიზებით დაინტერესდა, დიდი სიამოვნებით გავყიდით ამ მიწებსო, აქ ჩანს კონფლიქტი, ვის დარჩება ეს მიწა? ჩვენი ქვეყნის გაჭირვებულ მოქალაქებს, რომლებსაც სხვა გზა არა აქვს გარდა ასეთი პარტიზანული მშენებლობების, თუ დარჩებათ ეს მიწები იაფად ინვესტორებს, რომლებიც იქ თავიანთ ბიზნესცენბტრებს და სხვა შენობა-ნაგებობებს ააშენებენ. როგორც წესი, ჩვენი სახელმწიფო ღარიბების ნაცვლად, არის აი, ამ კორპორაციების მხარეს. გავა დრო და შევამოწმოთ, რა აშენდება ამ ტერიტორიებზე, რა შენონები გამოჩნდება ამ მიწებზე და იმის მიხედვით შევაფასოთ, რა მიზანი ჰქონდა ქალაქის მერს.

სახელმწიფოს შეუძლია 2 ძირითადი გზით რეაგირება, ან აგრესიულად და რეპრესიულად, ან ზრუნვის მექანიზმებით.

აგრესიული და რეპორესიული რეაგირება ჩვენ ვნახეთ, ტრაქტორები, ბულდოზერები, ლამის ასაფეთქებლები შეიძლება მიიტანონ მალე. მეორე არის რეაგირება ზრუნვის მექანიზმებით. ზრუნვა მდგომარეობას სწორედ ამ საბინაო პოლიტიკაში.

თავშესაფრის მოწყობის გარდა, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და 7 მილიონი ლარის გარდა, რაც ბიუჯეტში გამოყოფილია ბინების ქირისთვის, სხვა მიმართულებით ქალაქის მერიას საბინაო პოლიტიკა არ გააჩნია. ქალაქი არ ზრუნავს იმისთვის, რომ საკუთარი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს საცხოვრებელი ადგილები. არანაირ რეგულაციებს არ ქმნის, არანაირ წახალისებას.

ხშირად მეკითხებიან, სხვა რა უნდა გაეკეთებია აბა, ქალაქის მერიას?

ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. მთელ მსოფლიუოში ტარდება საბინაო პოლიტიკა. არსებობს ასობით მექანიზმი, წიგნები, ტომებია დაწერილი, როგორ შეიძლება სახელმწიფომ შექმნას ისე გარემო რომ საცხოვრებელი იყოს ხელმისაწვდომი.

ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საცხოვრებელი არ ნიშნავს მხოლოდ თავშესაფარს, ის არის უამრავ რამესთან დაკავშირებული, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან, განათლების ხელმისაწვდომობასთან, საკუთარი თავის რეალიზებასთან, ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, შიშის ფაქტორებთან, რომ ხვალ შეძილება გავიყინო და ქუჩაში დავრჩე. საცხოვრებელი არ არის ეთიკური და მორალური ვალდებულება სახელმწიფოსი, პრაგმატულად გვჭირდება, რომ ჩვენი მოქალაქეები უფრო ჯანმრთელები იყვნენ, უფრო შრომისუნარიანები, უფრო გამოადგნენ საქართველოს ეკონომიკას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არა მხოლოდ მორალურ ასპექტში

თეგები: აფრიკის დასახლებათბილისის მერიალევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved