• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აჩუქა თუ არა სააკაშვილმა მეუფე დიმიტრის წალკაში ნაკვეთი?

ალია ავტორი - ალია
21:28 06-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი მამა ანდრია სარიას ურჩევს, სხვისი ქონების ნაცვლად, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ქონების წარმომავლობა გამოიკვლიოს.

როგორც მეუფემ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად განაცხადა, მის ქონებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვა უსაფუძვლოა, რადგან რეალურად, ის ბევრ ქონებას არ ფლობს.

„მამა ანდრია სარიას ვურჩევ, მისი მღვდელმთავრის, პეტრე ჭყონდიდელ ყოფილის, ცაავას ქონების გამორჩევა დაიწყოს. რა არის შესასწავლი?! პირად საკუთრებაში ორად ორი ნაკვეთი მაქვს. დანარჩენი რაც მაქვს, არის სოციალური, საგანმანათლებლო, მზუნველობამოკლებულ ადამიანთა …

მზრუნველობამოკლებული მოხუცი გვყავს მარტო სადღაც 160-მდე, რომლებსაც ვუვლით დღე და ღამე. ეს ადამიანები საკუთარმა შვილებმა დატოვეს, ჩვენ წამოვიყვანეთ და მათზე ვზრუნავთ. ისინი ქონებას მითვლიან?!“,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე პეტრე სააგენტოსთან ჰყვება, როგორ შეიძინა ის ქონება, რომელიც ახლა მის საკუთრებაშია.

„ყველაფერი გამჭვირვალეა. რა ქონებაზეა საუბარი?! მაქვს ორად ორი ნაკვეთი ყაზბეგში 1000 კვ.მ ერთი და მეორე 1 800 კვ.მ წილკანში.

ყაზბეგის ნაკვეთით დავიწყებ, ასე 20-25 წლის წინ ჩემი წინაპრების ნასახლარი შევიძინე 100 ლარად. ახლა ამ ტერიტორიაზე ერთსართულიანი სახლი დგას. ეს არის ჩემი ქონება ყაზბეგში – 1 800 კვ.მ-ზე აშენებული ერთსართულიანი სახლი.

მეორე ქონება არის წილკანში ნაკვეთი, რომელიც არის 1 000 კვ.მ-მდე, რომელიც გადმომეცა საბჭოთა მთავრობის პერიოდში, ჩვენ იქ ვცხოვრობდით და ის გადმოგვეცა, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია.

არასწორი ინფორმაცია იყო, რომ ვითომ სააკაშვილმა  ეს ტერიტორია უსასყიდლოდ გადმომცა. სააკაშვილის პერიოდში ამ ტერიტორიის ხელახალი დარეგისტრირება მოხდა, ეს არის და ეს მთელი ჩემი ქონება.

ბინა, რომელიც ეკუთვნის ჩემ შვილს, თავის დროზე მშენებარე შევიტანეთ, წლების მანძილზე თანხას ვიხდიდით, საბანკო სესხიც გვქონდა აღებული და შემდეგ გადახდა გააგრძელა ჩემმა სიძემ სოსო ოხანაშვილმა, რომელიც წლების მანძილზე ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა, მას იქიდან ჰქონდა დანაზოგი.

ეს არის მისი საკუთრება, ჩემი საკუთრება არ არის. მე დავეხმარე ჩემი მეგობრების მხარდაჭერით.

რაც შეეხება არაკომერციულ ორგანიზაციებს, პათოსი ამ ყველაფერის არის ის, რომ მე, როგორც სასულიერო პირი ვალდებული ვარ, მარტო შვილებზე არ ვიზრუნო, უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, უამრავ ადამიანს ელემენტარული პირობები არა აქვს და ა.შ.

90-იანი წლებიდან მოყოლებული საქველმოქმედო საქმიანობაში ვარ ჩართული. მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლი ფონდის სახით დაარსდა. ეს არის ორგანიზაცია მოხუცთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარი თავისი პენსიონარით და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი. ეს ორგანიზაციები სხვების დასახმარებლად  ზრუნავენ“,- განაცხადა მეუფე დიმიტრომ.

ინფორმაციისთვის, მამა ანდრია სარია ითხოვს, რომ მაღალი იერარქიების ქონების წარმომავლობა აუდიტის სამსახურმა გამოიკვლიოს, რადგან ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს.

შეგახსენებთ, “აი-ფაქტის“ კვლევის მიხედვით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი სოლიდურ უძრავ ქონებას ფლობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved