ირკვევა, რომ ის აგრესიული ადამიანები, რომლებიც 14 ოქტომბრის აქციაზე სამეგრელოდან მომავალ კოლონებს ცოცხებით ხელში გზაზე დახვდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, აბაშის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მაღალჩინოსნები არიან.
კერძოდ, ცოცხიანების კონტრაქციაში პირადად მონაწილეობდა აბაშის ახლადარჩეული მერი გიგა გაბელაია, ასევე ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან მაკალათია და მისი მძღოლი ზაზა ჭანტურია.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე თაზო შოთაძე. ასევე საკრებულოს დეპუტატები: გია კუცია, ზურა შუბლაძე, დავით გუნია, ლეონტი ნადარეიშვილი, კოსტა კუჭუხიძე, ავთო გუნია, ზაზა ალასანია, შოთა ჭანტურია და გამგეობის სპეციალისტი ლაშა ჩალიგავა.
ცოცხით “შეიარაღებული” გზაზე იდგა “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი როინ კაჭარავა, თავისი ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენლით.














კომენტარები