• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აბაშიძე: რუსეთთან ფრენის აღდგენას ხელს პანდემია უშლის, სხვა ფაქტორს ვერ ვხედავთ

ალია ავტორი - ალია
17:11 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

“ჩვენ ვთვლით, რომ ამ ავიარეისების აღდგენას ხელს უშლის პანდემიის სიტუაცია და სხვა ფაქტორებს ხელისშემშლელს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ” – ასე შეაფასა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია. რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება “წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას” გაატარებს.

“როგორც კი ეს ვითარება მეტნაკლებად შეიცვლება უკეთესობისკენ, ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ  მივესალმებოდით პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას თუ რუსეთის მხარე იქნება ამისთვის მზად, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორს ჩვენი მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ” – ამბობს აბაშიძე რუსთავი ორთან საუბარში.

2019 წლის 201 ივნისს, გავრილოვის ღამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის შესახებ. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და “დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით” მიიღეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 იანვრის წერილს, სადაც ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებზეა საუბარი, საქართველოს საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. პრესცენტრში მედიას კომენტარისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებენ. რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენის პირობებად “საქართველოში ვითარების სტაბილიზებას”, “რუსოფობიური კამპანიის შეჩერებას” და რუსეთის მოქალაქეების “უსაფრთხოების უზრუნველყოფას” ასახელებს.

“ასევე, შეუძლებელია უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved