• რეკლამა
  • კონტაქტი
12:36, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,- აბა ბოიკოტს შედეგი სად მოუტანიაო? -ბოიკოტმა დაბადა ახალი საქართველო – 1990 წლის შემოდგომაზე ჩატარდა თავისუფალი არჩევნები“ – ნუგზარ წიკლაური

ალია ავტორი - ალია
01:14 06-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
261

კოალიცია ,,ცვლილებისთვის” წევრი, ნუგზარ წიკლაური:

,,- აბა ბოიკოტს შედეგი სად მოუტანიაო? რომელ ქვეყანაშიო? რომელ მხარეშიო, – გლობუსს ატრიალებენ და არსადო, – თავადვე პასუხობენ.

შორს წასვლა არ გვინდა. საქართველოში მოიტანა და ეპოქალური იყო ის შედეგი, რადგან 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ბოიკოტმა გზა გაუხსნა ამ ქვეყანაში თავისუფალ და მრავალპარტიულ არჩევნებს.

მაშინაც იყო პარტკომთა შეგონებები, ფარსის ბრძოლის ველად დასახვა, კომკავშირელი ლიდერების ფლიდობა, ლენინური სტიპენდიანტების წერილები კედლის გაზეთებში, სიყალბე, ფარისევლობა… გახსენებაც კი შეგზარავს ადამიანს.

მაგრამ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა კომპარტიის მცდელობებს და ეს არჩევნები ვერ შედგა ეროვნული ბოიკოტის გამო.

და ამ ბოიკოტმა დაბადა ახალი საქართველო – 1990 წლის შემოდგომაზე ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, სადაც კომუნისტები და კომკავშირი დამარცხდნენ; ქვეყანამ ჩაატარა რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა – ნამგალი და უროს ნაცვლად ჩვენი გერბი და ჰიმნი გაგვიჩნდა, დიდება თავისუფლებას ვმღეროდით,
ეგ იყო ჩვენი სიამაყე, ჩვენი ძვირფასი თავისუფლება, ჩვენი იმედები…

ეს არის კითხვაზე პასუხი.

ბრძოლის ველს კი ამ სამარცხვინო კაპიტულაციას ნურავინ დაუძახებთ და ნურც იმის იმედი გექნებათ, რომ რუსული შხამით მოწამლავთ საქართველოს”

,, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” – მამუკა ხაზარაძე

თეგები: მამუკა ხაზარაძენუგზარ წიკლაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved