• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აბა, არ უნდა დააფასოს სახელმწიფომ ადამიანის ღვაწლი ეროვნული კულტურის წინაშე? ორასი ათასზე ამუნათებთ ამხელა კაცს?“ – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:49 02-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ყოფილი პარალმენტარი, დავით ზურაბიშვილი რობერტ სტურუასთვის 1 ლარად გადაცემული ქონების სკანდალს ასე ეხმაურება:

„საბჭოთა კავშირის დროს შევესწარი ეგეთ ამბავს: ერთი ცნობილი სპორტსმენი აგინებდა იმდროინდელ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, პავლე გილაშვილს, ეგ ხომ კაცი არ არისო. რომ ჰკითხეს რატომო, ასეთი ისტორია მოჰყვა: ერთხელ მივედი მასთან და გაზ-დვადცატჩეტირე მომეცით თქო ვთხოვეო (გაზ 24, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ “ახალი ვოლგა”, ძალიან ძვირადღირებული მანქანა იყო და მისი ფლობა მაგარ შიკად ითვლებოდა), ჰოდა ეგ ახვარი რას მეუბნებაო? აბა სად არის გაზ–დვაცატჩეტირეო? შეიხედა მაგიდის ქვეშ, აქ არ არისო, მერე კარადა გამოაღო, არც აქ არ ყოფილაო და ასე მასხარაობით მითხრა, არ არის არსად და რა გიყოო.

ახლა ამ ამბავს არც პავლე გილაშვილის რეკლამისთვის ვყვები (თუმცა მისი რანგის ნომენკლატურული პარტმუშაკისთვის იშვიათი პატიოსნებით გამოირჩეოდა და როგორც ურბანული ლეგენდა ამბობს, სამსახურშიც ავტობუსით დადიოდა) და არც იმ ცნობილი სპორტსმენის დისკრედიტაციისთვის. უბრალოდ საბჭოთა საქართველოში ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ პარტნომენკლატურასთან დაახლოებულ სპორტსმენს, ხელოვანს თუ მეცნიერს ხელისუფლება რამეს ჩუქნიდა, იქნებოდა ეს მანქანა, ბინა, მიწის ნაკვეთი თუ რამე სხვა სახელმწიფო ქონება. ქონება რომელიც თითქოს ყველასი იყო, მაგრამ სინამდვილეში არავისი და რომელსაც პარტნომენკლატურა ისე უყურებდა, როგორც მთავრობის საკუთრებას.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ესენიც იქ არიან ჯერ, სავეცკი საიუზში. სახელმწიფოში, რომელიც თითქოს აღარ არის, მაგრამ მათ გულებში კიდევ ცოცხლობს. დარწმუნებული ვარ, ვერც მჩუქებელი და ვერც რეჟისორი ვერ ხედავს ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს. აბა არ უნდა დააფასოს სახელმწიფომ ადამიანის ღვაწლი ეროვნული კულტურის წინაშე? ორასი ათასზე ამუნათებთ ამხელა კაცს? ნაცებო თქვენა!

#დამაბრუნესწარსულშიდაეგარი“

თეგები: დავით ზურაბიშვილირობერტ სტურუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved