• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ა გრუზია შტო დელაეტ? ჩემს მხარზე ქართული დროშა შენიშნა ალბათ ნაბო@არმა 50 წლამდე ქალმა! ჩტო გრუზია სდელალა?“ – რა შეემთხვა გიგა მაქარაშვილს

ალია ავტორი - ალია
17:19 01-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
493

უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი:

„ხუთშაბათობით, დილაუთენია, ახლომახლო სოფლებიდან გლეხებს რძის პროდუქტი ჩამოაქვთ კიევში. ეს ამბავიც ამ დილით, სწორედ რძის რიგში შემემთხვა …
კიევში დარჩენილები ლამის უკვე სახეზე ვცნობთ ერთმანეთს და ყველგან, სადაც დრო და სიტუაცია იძლევა საშუალებას ომზე იწყება ლაპარაკი.
-პალიაკი დაპალნიწელნა პრისილაიუტ ნოვიე ტანკი. სმატრელი? 70+ ჭაღარა, ახოვანმა ბატონმა(მგონი საშა ქვია) სალაპარაკო თემა გახსნა.
-ტაკ! პალიაკამ მი მნოჰა ჩივო დალჟნი.
-ამერიკა იშე მილიარდი პროსილაეტ.
-ა ბრიტანია? ჯონსონ, კრასავჩიკ (ბებოს როგორც ჩანს არ უთხრეს, რომ ჯონსონი გადადგა კაი ხანია).
-ოტ ნემცავ ნე აჟიდალა, სილნა ანი პადერჟივაიუტ.
-ლიტვა, ლატვია?
წამში ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, ყველას მოუნდა თოთო ქვეყანა დაესახელებინა. ქვეყნები კი იცოცხლე ბევრი ყავს უკრაინას გვერდში.
ვიდექი ამ ახლად გათენებულ, უცხო ქალაქში, უცხო ხალხში და ყველას სახეზე ერთ ემოციას ვკითხულობდი. მადლიერებას და მხოლოდ მადლიერებას ?
-კანადა, ნე ზაბუდწე კანადუ ლუძი! ხრინწიანი ხმით შემოიჭრა ლაპარაკში რძის გამყიდველი.
-დაა, კანადა უმნიცა. ყველამ საერთო თანხმობა მისცა სოფლელ ფერმერს.
-ა გრუზია შტო დელაეტ? ჩემს მხარზე ქართული დროშა შენიშნა ალბათ ნაბოზარმა 50 წლამდე ქალმა! ჩტო გრუზია სდელალა?
ისეთი საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა.
-გრუზინი ვაიუიუტ ჟენშინა!
ისეთი ხმით უპასუხა საშამ, მოძრაობა გაჩერდა ქუჩაზე ?
ერთ წამში 20მდე უკრაინელი პენსიონერი მეხუტებოდა. იმდენი ვიტირეთ, ბალღობის მერე რომ არ მიტირია.
იმ ბიჭებისა ვიტირეთ, თავისუფლებისთვის ბროლისას რუსულ ტყვიას ქართული გული რომ დაახვედრეს!
ის ბიჭები არ დავივიწყოთ, მთელი ქვეყნის ნამუსს რომ გვინახავენ!
გასაჭირში მყოფ ძმას რომ გვერდში უდგანან!
1000 ტანკზე და 100 მილიარდზე მეტს რომ აკეთებენ✊
დიდება, დიდება, დიდება გმირებს!“
თეგები: გიგა მაქარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
ახალი ამბები

წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს

09:00 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved