• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აცრებზე გავრცელებული 4 მცდარი მოსაზრება – “აცრებით ჩვენზე ფულს აკეთებენ”

ალია ავტორი - ალია
14:40 05-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია:

აცრებზე გავრცელებული რამოდენიმე მცდარი მოსაზრების შესახებ:

1.”აცრებით ჩვენზე ფულს აკეთებენ”.

თუ ვაქცინის მოძრაობის პერიპეტიები იცი, მიხვდები რომ აბსოლუტური სისულელეა! ვაქცინას ქვეყანა მოიპოვებს დიდი ძალისხმევით, რიგის დაცვით, ჯანმოს ჩართულობით, ზოგჯერ სახელმწიფოთა შორისი მოლაპარაკებების საფუძველზე, სტანდარტული ფასით, ან ზოგ შემთხვევაში- ნაჩუქარია. ვაქცინას თავი დავანებოთ, ნებისმიერი რამის მოპოვებისას, შეძენისას, ფულის შოვნა რანაირი ლოგიკაა?? რაც შეეხება მოსახლეობაზე გადანაწილებას- ეს ხდება უფასოდ და ფული საერთოდ არ მონაწილეობს! თითო აცრაში სახელმწიფო კლინიკებს უხდის 2.5 ლარს, რაც კლინიკებისთვის ზარალია დანახარჯების გათვალისწინებით (4-5 პერსონალის ხელფასი, ხელთათმანები- 70 თეთრამდე აიწია მათი ფასი! მცირე მედიკამენტური დახმარება ზოგ შემთხვევაში), ამიტომ აცრას კლინიკები აღვიქვამთ როგორც ქვეყნისათვის დახმარებას, თუმცა დაგვპირდნენ, რომ ცოტათი მაინც დაუმატებდნენ თანხას, რომ ძალიან არ დავზარალდეთ. ანუ ეს მოსაზრება, ოდნავ მაინც თუ ხარ საქმეში ჩახედული (ზოგადად ვამბობ, ეკონომიკაში და არა ვაქცინაციის საქმეში)- სრული სიბრიყვეა.

2.”ქვეყანაში ანტივაქსერების რიცხვი მეტია, აცრის მსურველებზე”

შედით ამის მთქმელები პორტალზე! სამწუხაროდ ერთი ადგილიც არაა დასაჯავშნი დარჩენილი! იმ კვირიდან, რადგანაც ჩინურ ვაქცინას მისცეს კონფირმაცია, ვფიქრობთ ჩვენი კლინიკაც დაეხმაროს დამატებით და ორი კაბინეტი გავხსნათ. საერთოდ მიმაჩნია, რომ აღარაა საჭირო მარტო კლინიკებში მოხდეს აცრები- ეს იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო დაწესდა და არცერთ ქვეყანაში არაა ეს წესი- დიდი ფუფუნებაა ქვეყნისთვის და თან ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. რაც ყველაზე სასიხარულო და ამავე დროს მოსალოდნელიც იყო მათი პროგრესულობის გამო- ახალგაზრდებს აქვთ დიდი მოთხოვნა აცრებზე და ეს “ყურით მოთრეული” ანტივაქსერული სისულელეები სასაცილოდ არ ყოფნით. ძალიან ითხოვენ ჩვენი შვილების თაობა აცრას და რაიონებშიც კი ეწერებიან (ამიტომ თბილისშია ბევრად მეტი პუნქტი გასახსნელი!). პირდაპირი და არაპირდაპი ვაქსერების (” არა აცრის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ..”) ასაკი, ძირითადად 50 წლიდან იწყება და როგორც ყველა უმცირესობაში მყოფ ადამიანებს, ახასიათებთ ხმაურიანობა, რომ მეტი გამოჩნდნენ! Description: ?არ გეწყინოთ, ბევრი ჩემი მეგობარი ხართ და ყველას რაღაც შინაგანი მიზეზები გაქვთ ამისთვის. როგორც ფსიქიატრი დავამატებ, რომ ამ მიზეზის ნამდვილი საფუძველია გაუცნობიერებელი შიში, მაგრამ რადგანაც შიში გაუცნობიერებელია, თქვენი გონება ეძებს გაცნობიერებულ, ფსევდოლოგიკურ მტკიცებულებებს იმისა, რომ თქვენი პოზიცია სწორია. და რადგანაც ინტერნეტმა მსოფლიო დიდ საჭორაო ბირჟად გადააქცია, ასეთ ფეიკ მასალებს რა გამოლევს აქ!Description: ?

3.”აცრის გაკეთების დროს ადამიანი გადამდებია ვირუსის და საშიშია”.

ალბათ სპეციალისტების ბრალია, რომ ასეთი სისულელე ფართედ გავრცელდა, არადა სულ მარტივი ასახსნელია სინამდვილე: “ასტრა ზენეკას”, “ფაიზერის” ვაქცინა დამზადებული ვირუსის დნმ-ით და ვირუსი საერთოდ არ შეჰყავთ აცრილის ორგანიზმში- ამიტომ ძალიან მარტივად, რანაირად შეიძლება გადადო სხვას ვირუსი, როცა ის შენ ორგანიზმში ვაქცინით არ შეუყვანიათ ??! “სინოფარმის” და სხვა ისეთი ვაქცინების შემთხვევაში, რომლებიც ტრადიციული მეთოდით, მოკვდინებული ვირუსითაა დამზადებული, რანაირად შეიძლება მკვდარი რამე გამრავლდეს და სხვა ორგანიზმში გადავიდეს??! გაგიგიათ ოდესმე, ბავშვობაში სახადებზე აცრილებს სხვისთვის გადაედოთ წითელა, ან ყივანახველა?? მილიონში ერთხელ, შეიძლება თავად მისცეს რეაქცია, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადება შეუძლებელია! საქართველოში ხშირად მოხდა, რომ აცრა დაემთხვა დაავადების დაწყებას. ანუ, ვირუსი უკვე იყო ორგანიზმში, როცა ადამიანი აიცრა. ამ შემთხვევაშიც, თუ 4-5 დღე მაინცაა გასული აცრიდან დაავადებამდე, მაინც იცავს ეს აცრა დაავადების რთულად განვითარებისგან!!

4. ” აი ჩემი მეზობელი აიცრა, მაგრამ ანტისხეულები არ გამოუმუშავდათ”.

აცრა კი არა, იმ ანტისხეულების გამომუშავების გარანტიას რომელსაც ვეძებთ (ჯი და ემ), გადატანილი დაავადება არ იძლევა! მაგალითად, ჩემს შვილებს არ გამოუმუშავდათ. მაგრამ იმუნოლოგია ურთულესი მეცნიერებაა! ჯერ კიდევ 40 წლის წინ როცა ვსწავლობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ადამიანის ორგანიზმი, უჯრედები, ურთულესი კომპიუტერია, თავისი მახსოვრებებით, სისტემური პასუხებით, სისხლით მიწოდებებით საჭირო ადგილზე!! არსებობს ლიმფოციტთა ბევრი სხვადასხვაობა, უჯრედული მეხსიერება და ა.შ. ექიმი, რომელიც არ ვარ იმუნოლოგი, ვერც გავბედავ დავიწყო ახსნა ამ ურთულესი უჯრედულ- კიბერნეტიკული მექანიზმის. თქვენ- მედიცინისგან შორს მყოფო კარგო ფიზიკოს-მშენებელ- დიასახლისებო, საიდან იცით ეს მექანიზმები ასე ზედმიწევნით, რამდენ ხანში ისწავლეთ და ვინ გყავდათ პედაგოგები?… საყვედურისთვის არ ვამბობ, მართლა რთული საპასუხო მექანიზმებია, მართლა კომპიუტერულ დონეზე. ოღონდ იმ ხარისხის კომპიუტერია ჩვენი ორგანიზმი, რომელიც კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია. ვაქცინების გამომშვებმა კომპანიებმაც ძირითადად ის ანტისხეულები დათვალეს ვაქცინირებულებზე, რომელსაც ახლა ჩვენც ვითვლით და გამოიტანეს დასკვნები და თუ ავიღებთ ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ ვაქცინათა ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელს, ის მერყეობს 75-80% მდე. ანუ, 25-20% შეიძლება დაავადდეს აცრის მიუხედავად, თუმცა როცა ვთქვი რომ არსებობს ჯი და ემ ანტისხეულების გარდა სხვა დაცვითი მექანიზმები, ნიშნავს იმასაც, რომ აცრილს რომც დაემართოს კოვიდ 19, მიმდინარეობა იქნება მსუბუქი და ამის უკვე ბევრი მაგალითია ჩვენთანაც. ჩემი ბავშვობის მეგობარი საბედნიეროდ აიცრა და 5-6 დღეში დაეწყო დაავადება. მისი მონაცემების ადამიანს ძალიან რთულად წაუვიდოდა დაავადება (თითქმის ყოველთვის ვხვდებით, როცა ასე იქნება), მაგრამ აცრამ იმდენი შეძლო, რომ სტაციონირების გარეშეც რამოდენიმე დღეში გაჯანმრთელდა და ამ პარასკევს სამსახურშიც მისულა.”

თეგები: დავით გადელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved