• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც გაჩერებულ მანქანას შეეჯახა… კაცი ადგილზე გარდაიცვალა – დამნაშავე დაუსჯელია!

ალია ავტორი - ალია
22:01 05-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

მსხვერპლით დასრულებული ავტოავარია, რომლის გამოძიებაშიც ბრალდებული არ არსებობს – ავტობანზე მომუშავე, ადგილზე გაჩერებული მუშების მანქანას საპირისპირო მხარეს გადასული ავტომობილი დაეჯახა და ერთ-ერთი მუშა ადგილზევე მოკლა. 

დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ მთავარ ეჭვმიტანილად მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადასული, გაჩერებულ მანქანაზე მიჯახებული და ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ავტომობილის მძღოლი აღიარო. მაგრამ აქ ასე არ არის… 

იმიტომ რომ ამ ავტომობილის მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა და საქმეში მას არათუ ბრალდებულის, არამედ მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს, თითქოს, ის ამ ავარიის მხოლოდ ისეთივე თვითმხილველი ყოფილიყო, როგორც ცოცხლად გადარჩენილი მუშები ან გამვლელები. 

ეს პიროვნება, სახელად ანტონ დოლიძე, იჯდა იმ ავტომობილის საჭესთან, რომელიც გაჩერებულ ადამიანებს დაეჯახა და ამ ავარიის შედეგად ერთ-ერთი მოკვდა!

მას ალკოტესტი საათების დაგვიანებით ჩაუტარეს, არადა სხვა მოწმეებს ეჭვი აქვთ, რომ ის ნასვამი იყო; ექსპერტიზა ამ საქმეზე საერთოდ არ ჩატარებულა; გამოძიების დასრულებამდე ანტონ დოლიძე თანამდებობიდან მაინც უნდა გადამდგარიყო; მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გამოძიების დასრულებას სულაც არ ჩქარობენ, ან საერთოდაც არ აპირებენ.

დაღუპულის ახლობლებს გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახს ნათესაური კავშირი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სწორედ ამით არის განპირობებული მისი ხელშეუხებლობა. 

ანტონ დოლიძე კი ავარიაში დაზიანებული იმ ძვირადღირებული სამსახურებრივი ავტომობილის ნაცვლად, რომლითაც, დიდი ალბათობით, ადამიანი იმსხვერპლა, ისევ ახალთახალი, იგივენაირი ძვირადღირებული ავტომობილით დადის სამსახურის ხარჯზე – აბა, დაზიანებული მანქანით ხომ არ ივლის ამხელა მნიშვნელობის კაცი… მერე რა მოხდა, თუ მან, შემთხვევით, შესაძლოა, ერთი რიგითი მუშა მოკლა.

წყარო – მთავარი, დათო აბრამიშვილის სიუჟეტი

თეგები: შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved