• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – მომაყოლეთ ეს ისტორია, ორჯერ ვყავარ ენმ-ს გადაგდებული… ზურგში გვირტყამენ დანას… – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
18:34 05-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთამ”

“რაღაც გზაზე მივდივართ და ზურგში გვირტყამენ დანას. ამნისტია, თურმე ჰაერიდან მოვიდა, სწორი თქვა სალომემაც (სამადაშვილი), ხათუნამაც (სამნიძე) და ყველა მომლაპარაკებელი დაადასტურებს, რომ იქ არაფერი აკო მინაშვილისგან ამნისტიაზე არ მოგვისმენია. მე უფრო ვაზუსტებდი, გიგა ბოკერია აზუსტებდა დეტალებში, ხათუნა სამნიძე ასევე…

ნაცმოძრაობას ეს ჩვევია და ღიად ვილაპარაკოთ, უნდა აზრის მონოპოლია ჰქონდეს ოპოზიციის მხარეს, ხან ერთი უნდათ, ხან მეორე. შეთანხმებულ ოპოზიციურ კანდიდატს დამიყენეს ხატია დეკანოიძე კანდიდატი, ერთადერთი მიზეზით, რომ ვერ დამედო შედეგი.

მომაყოლეთ ეს, ეს ისტორია გავლილი მაქვს, ეს ხალხი, საჯაროდ რომ ლაპარაკობენ, ინდივიდუალურ საუბარში ხმასაც ვერ მცემენ, იმდენად არიან ჩაჭრილები. როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, ეგრევე მაძახებენ, ჩარტიშვილი, ჩხარტიშვილიო… ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობა სულ ჩხარტიშვილს მაძახებს… არ ვაპირებ ოჯახის დანგრევას, 3 შვილი მყავს, ტრადიციებს და ოჯახს პატივს ვცემ. ქუთაისში იციან ეგ გამოთქმა “ტროლეიბუსის შტანგებმაც კი იციან ეგ ამბავი უკვეო” და როდემდე უნდა იძახონ ჩხარტიშვილი? რა დონის ამორალურია უკვე ეს, ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ, მეორე დღეს ჩემთან ერთად ბრძოლა უნდათ… მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ხომ არ უნდა იყოს, მოდი, შენ მე მხარი დამიჭირე და მე შენ გლანძღავ?

მარტო ჩემთან კი არ არღვევს ნაციონალური მოძრაობა ურთიერთობის წესებს, ყველასთან მოლპარაკებაში, ვინც მონაწილეობდა საერთო მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაში. ევროპულ საქართველოს უარესი გაუკეთა ნაციონალურმა მოძრაობა, რეგიონებში ჩაშალა მაჟორიტარებზე შეთანხმება, მეორე ტურში რომ მარტო თვითონ გადასულიყვნენ, ხომ შერჩათ ხახვივით ის მეორე ტური?

შეგითანხმდება, მიყვები და…. თუ გინდა 2018-ში წავიდეთ და გავხსნი ყელა შეთანხმებას, რატომ არ არიან მათ სიაში პაატა დავითაია, ზურა ხარატიშვილი, მამუკა გამყრელიძე, ნიკა ვაშაკიძე? ოფიციალურად ხელმოწერილი შეთანხმება გვქონდა ყველა პარტნიორს და ის ხალხიც გადააგდეს, თუ არადა ჰკითხეთ პაატა დავითაიას.

ყველა პირობა უნდათ თავისთვის და მერე ყველას გადაგდება უნდათ.

ნაცმოძრაობა, პირდაპირ გეტყვით, უფრო ცუდ სუფრას ელოდება, ჩვენი ქმედებით, თუ არ გამოვიდა გირაო, მერე ამნისტიით გამოიყვანონ მელია და მერე შევიდნენ პარლამენტში და ეგ კიდევ უფრო ამორალურია. უნდა შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ მე ნუ მიკითხავენ მორალს… ამ შეთანხმების დაყვანა მხოლოდ ამნისტიის კანონზე, სისულელეა.

ერთიც მათქმევინეთ, ნიკა მელიას, საკმაოდ სწორი პოზიცია ჰქონდა 2020 წლის არჩევნებში და მიუხედავად იმისა, რომ ხატია დეკანოიძე დააყენეს იმისთვის, რომ მე ვერ მომეგო ისანი, ნიკა მელიასთან შეხვედრაზე მივედი და მხარი დავუჭირე და გლდანში პარტიულად “სტრატეგია აღმაშენებელს” ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა, თუ არ ვცდები 6 პროცენტი და ჩვენ მხარდამჭერებს ვუთხარი, რომ საერთო კანდიდატია. მიუხედავად პარტიაში ჭიჭყინისა, მაშინ ნიკია მელიამ ეს ნაბიჯი გადადგა (გულისხმობს, თბილისში ოლქების ნაწილის დათმობას და იქ კანდიდატების არდაყენებას)

ახლა ვართ ვითარებში, როცა ენმ ხვდება რომ ხელის არმოწერით დიდი შეცდომა დაუშვა, აქეთ ხალხმა დაინახა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ყოფილან და ახლა უნდა ნაცმოძრაობას ამ ხალხს ჩაქუჩი თავში ჩაარტყას.

რას მებრძვით მე, წამო დავამარცხოთ ივანიშვილი…

ოპოზიციას საერთო ჩათი გვაქვს, ამას ყველა დაადასტურებს. ხელი რომ მოვაწერეთ დოკუმენტს, მე იმ საერთო ჩათში დავწერე, მეგობრებო, მე თქვენ განსხვავებულ პოზიციას პატივს ვცემ, თქვენც ჩემ განსხვავებულ პოზიციას პატივი უნდა სცეთ და ნუ დავიწყებთ ერთმანეთზე თავდასხმებს. იმიტომ რომ თუ თავდასხმებს დავიწყებთ, მომიწევს პასუხის გაცემა… ამას ყველა დაადასტურებს. მოხარშულს ვიცნობ მაგათ… შემომესია 262 ნაცმოძრაობის ტროლი…

“ფორმულა” სამჯერ მოვიდა და მეკითხება ნიკა მელია უნდა იყოს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, თბილისი მერის არჩევნებზე? ინტენსიურად დაიწყეს მოწოლა… ჩემი პასუხია, ნაცმოძრაობის კანდიდატი თუ იქნება საერთო კანდიდატი – წავაგებთ. გამარჯვების გზა არის მესამე მძლავრი ძალა. მე არ ვაყენებ ჩემ კანდიდატურას, მზად ვარ შტაბის უფროსად დავუდგე, ვირბინო, “ვიპახავო”. მე მინდა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება. თუ მელია წამოვა ნაციონალური მოძრაობიდან და შემოუერთდება მესამე ძალას, ყველაფერს განვიხილავთ… თუ მესამე ცენტრის იდეას შემოუერთდება, ღიად ვამბობ, მზად ვარ ყველაფერი განვიხილო. პირველი და მეორე არის წაგების ფორმულა. დავდგები მუშად, მზად ვარ კომპრომისისთვის, მაგრამ იქ ვერ შევალ, სადაც ხელშეკრულებაზე ორჯერ მოვაწერე ხელი ნაცმოძრაობასთან დდა ორივეჯერ ვყავარ გადაგდებული. 2017 წელს სულ 250 000 ხმა მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, გაუბედურებული იყო, მოვიდა ყველასთან, გავერთიანდეთო, სჭირდებოდა მაშინ. იმ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ კვალიფიციური სუბიექტი უნდა გამხდარიყო ყველა პარტია და ყველა უნდა წარმოდგენილიყო გამსვლელ სიაში…

მხოლოდ ერთხელ დადეს 38 პროცენტი, მაშინ როცა არ იყო მიშას ჩამოსვლის ღია კამპანია და მეორე მხარეს იყო სუსტი ოპონენტი და წინასაარჩევნო კამპანიისას ვერსად ვერ დაინახავდით ენმ-ის პლაკატს, ყველგან იყო გაერთიანებული ოპოზოზიციის ფოტოები, ხალხს ცოტა ნდობა გაუჩნდა, თორემ, სააკაშვილი იყო მინუს 100 000 ხმა, წაართვა პირიქით, მინიმუმ 100 000 ხმა.

მათ უნდათ, ჩემი სამიც, ლელოს სამიც და ყველას პროცენტი ჩაყლაპოს… და ისევ ის 27 პროცენტი ექნებათ მაინც, რაც ჰქონდათ…

მე ვეუბნები, რომ ღმერთმა მოგახმაროს შენი 27 პროცენტი, არ მოვდივარ ბრძოლაში, მეორე 27 პროცვენტი მინდა გავაჩინო, რომ 60 პროცენტი ჯამში დაგვიგროვდეს ოპოზიციას, რომელიც მოგვაგებინებს თვითმმართველობის არჩევნებს და დაგვანიშნინებს საპარლამენტო არჩევნებს.

ნიკას არ უნდაო, რომ იძახიან, რა უნდა უთხრას ნიკამ, ბიჭემო, ამნისტიას მხარი დაუჭირეთ, მეც გამომიყვანეთ და პოლიციელებიცო? არ გვინდა ეს ცრუ მორალისტობა… დაასრულეთ ეს კინკლაობა, ერთი ხელით ვებრძვით ქართულ ოცნებას, რომ ამნისტიაში სწორი მუხლები შევიდეს და რამდენ სიუპრიზს გვიწყობს და ჩასაფრებულები ნუ ხართ… აი, აი, რა ქნა ოპოზიციამ, შარლ მიშელმა… რა უნდა ექნა ამ კაცსაც, შარლ მიშელი ოცნებას დავარცხნიდა და გამოასწორებდა?

თეგები: გიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved