• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? ვი­ცო­დი, პუ­ტინ­ს ზურ­გი შე­აქ­ცია, ჩავ­თვა­ლე, ყვე­ლა ბა­რი­ე­რი მოხ­სნი­ლი იყო – კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი

ალია ავტორი - ალია
20:55 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

“ტერ­ცო მონ­დო” – ასე ჰქვია ფილ­მს, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი უკვე მე­სა­მე წე­ლია, იღებს. ფილ­მი ცოტა ხნის წინ დიდი გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა მას მერე, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ “ტერ­ცო მონ­დო­ში” ფრანგ კი­ნო­ვარ­სკვლავს ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს გა­და­ი­ღე­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ დე­პარ­დიე რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და ამა­ვე ქვეყ­ნის პრო­პა­გან­დის­ტი. ამას­თან, აფხა­ზეთ­ში ყოფ­ნი­სას ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, რბი­ლად რომ ვთქვთ, უსი­ა­მოვ­ნო ფრა­ზე­ბით და­ამ­ხსოვ­რა თავი.

ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ამბობს, რომ მან მსა­ხი­ო­ბი მისი არ­ტის­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გამო გა­მო­არ­ჩია და არა პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­შით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფილმი სწორედ პოლიტიკურ ნიადაგზე, სამი მეგობრის დაპირისპირებაზეა.

AMBEBI.GE-ს ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი, “ქარ­თუ­ლი ფილ­მის” დრექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე ესა­უბ­რა:

– “ტერ­ცო მონ­დო” სამ მე­გო­ბარ­ზეა, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე რა­ი­ო­ნის სკო­ლი­დან ერ­თად მო­დი­ან, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ… სა­ბო­ლო­ოდ კი, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს, ერ­თმა­ნეთს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. 90-იანი წლე­ბის და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ბი­ჭე­ბის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და ორი­ვეს უყ­ვარს, იღუ­პე­ბა, ბრმა ტყვი­ის მსხვერ­პლი ხდე­ბა. ამის შემ­დეგ კი მძაფ­რად ვი­თარ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბა… უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ აკა მორ­ჩი­ლა­ძის ამ მო­თხრო­ბა­ში ბა­ტონ­მა მე­რაბ­მა ბევ­რი რამ გა­და­ა­კე­თა, და­ა­მა­ტა და სცე­ნა­რი 95-გვერ­დი­ა­ნი გა­ხა­და… ფილ­მის და­ფი­ნან­სე­ბამ 2018 წელს მოგ­ვი­წია და მას მერე მე­სა­მე წე­ლია, ნა­წილ-ნა­წილ ვი­ღებთ

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, ლე­ვან ჭო­ლა­ძე და დუტა სხირტლა­ძე ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ზე

არის თბი­ლი­სის ომი, პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას პე­რი­ო­დი. ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი – მო­ხი­ტო პრე­ზი­დენ­ტის მხა­რეს აღ­მოჩ­ნდე­ბა და მე­ო­რე – ოპო­ზი­ცი­ა­ში. ნა­თია კი ომის დროს პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან გა­მოს­რო­ლი­ლი ბრმა ტყვი­ით იღუ­პე­ბა, რო­მე­ლიც სახ­ლში შე­უ­ვარ­და. გა­დის წლე­ბი და მო­ხი­ტო, ანუ ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი უკვე ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს, 20-25 წლის გან­შო­რე­ბის შემ­დეგ მას­თან აკა ჩა­დის, რად­გა­ნაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აწუ­ხებს კი­თხვა – მე­გო­ბარ­მა ნა­თია ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ხომ არ მოკ­ლა?! მოკ­ლედ, იმ ერ­თდღი­ა­ნი შეხ­ვედ­რის ამ­ბავ­ში ბევ­რი მო­გო­ნე­ბაა ჩა­ტე­უ­ლი – სამი თა­ო­ბაა ნაჩ­ვე­ნე­ბი – ბავ­შვო­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბა და 50-ს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამი­ტომ რთუ­ლი გა­და­სა­ღე­ბია, ეპო­ქე­ბია წარ­მო­სად­გე­ნი. მოქ­მე­დე­ბა უნდა გან­ვი­თარ­დეს გერ­მა­ნი­ა­შიც, რად­გა­ნაც 90-ია­ნებ­ში ხალ­ხი იქ ემიგ­რა­ცი­ა­ში მა­სობ­რი­ვად გარ­ბო­და. ამი­ტომ, ერ­თკვი­რი­ა­ნი გა­და­ღე­ბა სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ა­შია და­გეგ­მი­ლი. რო­გორც კი და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა, ალ­ბათ ამ გა­და­ღე­ბას შე­მოდ­გო­მა­ზე შევ­ძლებთ..

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი და ლილე ლე­მა­ნი (ნა­თია რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი)

ძი­რი­თად რო­ლებ­ში ეს სამი ბავ­შვია…

რაც შე­ე­ხე­ბა დეპარდიესთან და­კავ­ში­რე­ბით ყბა­და­ღე­ბულ ბრალ­დე­ბებს, სრუ­ლი აბ­სურ­დი… დე­პარ­დიე იყო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, მაგ­რამ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას და­უ­ტო­ვა ბინა, ყვე­ლა­ფე­რი და გა­ნუ­ცხა­და, “სა­რა­ი­ა­ში” უფრო ვი­ცხოვ­რებ, ვიდ­რე რუ­სეთ­შიო და საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და. ამას­თან, დაგ­მო რუს­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და დღეს ის საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა. დე­პარ­დი­ეს აქვს გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის როლი, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს. მის მე­უღ­ლეს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და წიგ­ნი, რო­მელ­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში მო­ხი­ტო წერს. ეს მისი თავგდა­სა­ვა­ლია, მო­გო­ნე­ბე­ბი. გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლის ცოლი სა­ქარ­თვე­ლო­შია და თა­ვის ყო­ფილ მე­გო­ბარს და ბასკ ქალს “სკა­იპ­ში” ესა­უბ­რე­ბა. თქვენ და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გავ­ხართ, სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ხართ! ქარ­თვე­ლე­ბი ახ­ლაც ომში არი­ან. სულ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვი­ან და ასე­თი შე­დევ­რის წერა მხო­ლოდ ქარ­თველს შე­უძ­ლია. შემ­დეგ ის­ხამს ქარ­თულ ღვი­ნოს და მას აქებს, ღვი­ნის ღმერ­თის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამს – ღმერ­თე­ბიც რა უც­ნა­რი ჰყავთ ქარ­თვე­ებ­სო… ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დი­ა­ლო­გი ფილმში რამ­დენ­ჯერ­მე ჩნდე­ბა.

მსა­ხი­ობ­თან ჯერ მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი შე­თან­ხმე­ბაა, კონ­ტრაქ­ტზე ხელი მო­წე­რი­ლი არ არის და სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ ჩა­მო­სუ­ლა. აქ არც ჩა­მოგ­ვყავს, მისი გა­და­ღე­ბა გერმ­ანი­ა­ში უნდა მოხ­დეს… მსოფ­ლიო ვარ­სკვლავ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რომ გა­ფორმ­დეს, მისი ჰო­ნო­რა­რი, ანუ 100%-იანი თან­ხა უნდა გქონ­დეს. მისი და­ფი­ნან­სე­ბა ქარ­თუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან არ იყო გა­მიზ­ნუ­ლი. ფული, რო­მე­ლიც მო­ვი­გეთ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში იხარ­ჯე­ბა და პი­რა­დად კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ ქარ­თუ­ლი ფული სა­ზღვრებს გა­რეთ გა­ვი­დეს – აქ უნდა დარ­ჩეს.

ფაქ­ტია, რომ ეპა­ტა­ჟუ­რი, უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ბატ­რონ მე­რაბს ტი­პა­ჟი მოს­წონს და ეს არის…

აფხა­ზე­თის თემა არც მე ვი­ცო­დი და არც ბა­ტონ­მა მე­რაბ­მა. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ ვცხოვ­რობ­დი. ერთი, რაც ვი­ცო­დი, პუ­ტინ­თან იყო კარ­გად და მერე მა­საც ზურ­გი შე­აქ­ცია. ამი­ტო­მაც ჩავ­თვა­ლე, რომ ყვე­ლა ბა­რი­ე­რი მოხ­სნი­ლი იყო. პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს ასე არ ჩავღრმა­ვე­ბი­ვარ.

ჰო­ნო­რა­რი იმის მე­ხუ­თე­დია, რაც უნდა აი­ღოს და ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია ბა­ტო­ნი მე­რა­ბის გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბით, ანუ რე­ჟი­სო­რი ვინ არის, ფილ­მს ვინ იღებს… თქვენ გგო­ნი­ათ, დე­პარ­დი­ემ იცის, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა?! თუ ავუხ­სნით, გა­ვა­გე­ბი­ნებთ და მო­ვა­ნა­ნი­ე­ბი­ნებთ იმ ნათ­ქვამს, განა ეს კარ­გი არ იქ­ნე­ბა? არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და არ ვიცი, პო­ლი­ტი­კუ­რად რა არის კო­რექ­ტუ­ლი. მე პრო­დი­უ­სე­რი ვარ. რე­ჟი­სორს მოს­წონს მსა­ხი­ო­ბი? თუ შევ­ძე­ლი და ყვე­ლა სურ­ვი­ლი შე­ვუს­რუ­ლე, ეს კარ­გი პრო­დი­უ­სინ­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ღვაწლ­მო­სილ რე­ჟი­სორს, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, ერეკ­ლე მე­ო­რი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის შთა­მო­მავლს, ოცი­ო­დე წლის ჟურ­ნა­ლის­ტი რომ ურე­კავს და ლა­მის სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში სდებს ბრალს, ეს ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რას ნიშ­ნავს?! და­მი­სა­ხე­ლეთ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი პატ­რი­ო­ტი! ისე­თი ბრალ­დე­ბე­ბი გა­ის­მა, რომ პირ­ვე­ლად მარ­თლა ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და…

სრულად – ამბები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved