• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პუტინს ოკუპირებულ ცხინვალში „გენერალურ პროკურორად“ რუსეთის მოქალაქეს დანიშვნა უნდა

ალია ავტორი - ალია
15:40 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. მოსკოვი რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს სრულად დაეპატრონა. პუტინის უკანასკნელ მცდელობას, ცხინვალის ე.წ. გენერალურ პროკურორად რუსეთიდან ჩაყვანილი ვიტალი სავჩენკო დაენიშნათ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცხინვალელი სოციალური ქსელის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა წინასწარ დადგმული სცენარიც ყოფილიყო, მოჩვენებითი წინააღდმეგობის დემონსტრირებისთვის.

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილ ე.წ. გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს უფლებამოსილების ვადა 6 აპრილს ამოეწურა. რუსეთის მოქალაქე სავჩენკო, რომელიც კრასნოდარში პროკურორად მუშაობდა, „გენერალური პროკურორობის“ კანდიდატად ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა წარადგინა.

13 აპრილის „კენჭისყრაზე“ მას მხარი 30-იდან მხოლოდ 9 ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა.  ცხინვალის ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვიტალი სავჩენკო 35 წლისაა. ის კრასნოდარის მხარეში დაიბადა და გაიზარდა.  ჯერ ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი, მოსკოვის სახელმწიფო სამართლის აკადემიაში სწავლობდა. ჯაგაევი, 2016 წელს, ქალაქ სოჭის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სადაც სავარაუდოდ სავჩენკო გაიცნო.

საქმე იმაშია, რომ დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ჯაგაევის ვადამდე გათავისუფლებას მოითხოვდნენ.  2020 წლის აგვისტოში, ცხინვალში, ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი მოკლეს. 30 წლის ჯაბიევი დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ცხინვალის იზოლატორში სასტიკად აწამეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამ ფაქტს ადგილობრივების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა, რაც „პოლიტიკურ კრიზისში“ გადაიზარდა. მითუმეტეს, რომ მკვლელობაში „მილიციის“ ბრალეულობა იკვეთებოდა. 

გასული წლის 4 დეკემბერს, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც უწყვეტ რეჟიმში 26 თებერვლამდე გაგრძელდა. მასობრივი გამოსვლების გამო, დე ფაქტო მთავრობაც კი გადადგა. ე.წ. პარლამენტარებს მიაჩნდათ, რომ ოკუპირებული რეგიონის „გენერალური პროკურორი“ ჯაგაევი ჯაბიევის მკვლელებს ხელს აფარებდა. ჯაგაევს კი, დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მფარველობდა.

ოკუპირებულ ცხინვალში განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება. კრემლი, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მოსკოვი საერთაშორისო უფლებადამცველ  ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს, რადგან საქართველოს ორივე მიტაცებულ რეგიონში კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობაა და კრიმინალი მძვინვარებს. ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია და მეტიც, რუსეთის მხარდაჭერით დე ფაქტო პრეზიდენტი მკვლელებს მფარველობს.

ასევე, პუტინი დე ფაქტო ცხინვალში ყველა სფეროს გაკონტროლებას ცდილობს, უკვე რუსეთის მოქალაქეებს ნიშნავს „თანამედობებზე“. რუსეთი აღარც კი მალავს, რომ საქართველოს რეგიონების კოლონიზაციას ეწევა. მართლაც საინტერესოა, დე ფაქტო დეპუტატების წინააღმდეგობა დადგმული სცენარია თუ გულწრფელი ნაბიჯი. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც არ აქვს რა სურს ოკუპირებულ ცხინვალს. საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც რუსეთის „ხელმწიფე“ ინებებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ცხინვალში არ მიხვდებიან, რომ მათთვის იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი გზა  თბილისთან რეინტეგრაციაა.  

ქეთევან ინწკირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved