• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თვის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზი – 26 მაისს მთვარის დაბნელება იქნება

ალია ავტორი - ალია
20:37 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

როგორც ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „კავკასიის“ ეთერში ისაუბრა, 20 მაისიდან – 27 მაისამდე დაძაბული პერიოდი იქნება, ადამიანებში მოიმატებს აგრესია, თუმცა 28 მაისიდან ბიოსფერო უფრო ჰარმონიული გახდება და საერთო ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

26 მაისს მთვარის დაბნელება იქნება.

ასტროლოგმა მაისი თვე 2 ნაწილად დაყო. პირველი ეს არის 8 მაისიდან-20 მაისამდე, რომელიც არის მაისი თვის საუკეთესო პერიოდი, ასევე 28 მაისი შემდგომი პერიოდი, ამ რიცხვიდან შეგიძლიათ უკვე დასახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები.

8 მაისამდე კი საკმაოდ რთული პერიოდია და ასტროლოგი ყველას ურჩევს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

♈ვერძი – ვერძებისთვის რთული პერიოდია. უმჯობესია ამ კვირაში მეტი დრო დასვნებას დაუთმონ. ენერგოტონუსი კლებულობს, რაც ჯანმრთელობაზე აისახება.

თუმცა ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია.

♉კურო – კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია. კუროს ზოდიაქოს ნიშანში 4 პლანეტაა, შესაბამისად ენერგოტონუსი მაღალია. ცხოვრებაში წინსვლისთვის საუკეთესო პერიოდია, მაგრამ წყალქვეშა დინებებიც არის, შესაძლოა, თქვენი დაგეგმილი რაღაცეები შეიცვალოს და ამისთვის იყავით მზად.

♊ტყუპები – მათთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ შესაძლოა, მარტივად გადაიღალოთ და გაცივდეთ. ამ კვირაში ტყუპებში გაღიზიანებულობა მატულობს.

ფარული მტრები, ჭორები თქვენს მიმართ ბევრი იქნება, ამიტომ ყურადღებით იყავით და ეცადეთ საკუთარი თავი დაიცვათ და ერიდეთ ხალხმრავლობას.

♋კირჩხიბი – მშვიდი პერიოდია თქვენთვის. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი და ემოციურად უფრო სტაბილური ხდებით.

თქვენში მატულობს კეთილშობილება. შეიძლება მიიღოთ ახალი შემოთავაზებები სამხურის კუთხით და გაიჩინოთ ახალი სამეგობრო წრე ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ.

♌ლომი – ამ კვირაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. 6-იდან 9 მაისამდე ელოდეთ ფინანსურ შემოსავალს, რომლის მიღების იმედი უკვე დაკარგული გაქვთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები, რაც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

♍ქალწული – საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია, თქვენ ამ კვირაში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ამიტომ ნაკლები ძილი დაგჭირდებათ და მეტი შრომა მოგინდებათ.

საინტერესო იდეები შეიძლება გაგიჩნდეთ, ასევე გექნებათ საშუალება საკუთარი ნიჭი და უნარი უფრო მეტად გამოავლინოთ.

კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის და უცხო ენების ათვისებებისთვის.

♎სასწორი- მათთვის ურთიერთწინააღმდეგობებით აღსასვე პერიოდი აქვთ. ამ პერიოდში, არ არის გამორიცხული, თანამშრომლებთან მოგიწიოთ კონფლიქტი.

♏მორიელი – კარგი კვირაა თანამშრომლობისთვის, საოჯახო ურთიერთობებისთვის. ამ კვირაში მატულობს თქვენი ინტუიცია, რომელიც გეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

იმოქმედეთ ფრთხილად და დაკვირვებულად, რათა გახდეთ წარმატებული.

♐მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ შეიძლება მარტივად გადაიღალოთ და გაცივდეთ. ამ კვირაში მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარების დრო არ არის.

უმჯობესია ამ კვირაში მეტი დრო დაუთმოთ ახლობლებთან ურთიერთობებს.

♑თხის რქა – ენერგიულია, მათი ენერგოტონუსი მაღალია. ამ პერიოდში წარმატების შანსი მატულობს და ეცადეთ მეტად იაქტუროთ და საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინოთ.

♒მერწყული – ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით ზედმეტად და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. წინა პლანზე ამ კვირაში საოჯახო საქმეები წამოიწევს და უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ სწორედ ახლობლებთან ურთიერთობას.

♓თევზები – აღსავსეა ენერგიით, ოპტიმიზმით. ამ პერიოდში ხდებით უფრო კომუნიკაბელურები, გაქვთ მეტი შარმი და მიზიდულობა. კარგი პერიოდია მგზავრობისთვის და მოგზაურობისთვის. ამ პერიოდში შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი სიყვარული. ენერგოტონუსთან ერთად კი მატულობს ინტუიცია.

თეგები: მიხეილ ცაგარელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved