საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა.
“ქრისტე აღდგა!
ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის;და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის.ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი.ჩვენთან არს ღმერთი! ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს საპატრიარქო
აღდგომა ქრისტესი, 02.05.2021″, – ნათქვამია ილია II-ს წერილში.
კომენტარები