იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
წელს აღდგომის ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეეძლებათ, დანარჩენები წმინდა ელენესა და კონსტანტინეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.
მანამდე, წითელ პარასკევს იერუსალიმში მორწმუნეებისთვის ყველაზე მძიმე დღეს, ქრისტეს მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა პილიგრიმებმა გაიარეს.
კომენტარები