ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში დაფიქსირებულია ინფიცირების 300264 შემთხვევა.
გარდაიცვალა 10 პაციენტი. სულ, ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 3981 ადამიანი. ინფორმაციას StopCov.ge ავრცელებს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი, სულ ვირუსისგან განიკურნა 283557 ინფიცირებული.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 27995, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13456, PCR ტესტით – 14539.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,38%, ბოლო 14 დღის – 3,55%, ბოლო 7 დღის – 4,37%.
სულ აცრილია – 33337, დღიურად აცრილია – 1426.
კომენტარები