ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სოფელ ტახტისძირში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ნიშნულები დამონტაჟდა.
„მიმდებარე ლოკაციაზე გასულ წელს უკანონოდ აღმართეს ბანერები. ახლა დაამონტაჟეს მცირე ზომის ხის ბოძები. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სუს-ში.














კომენტარები