• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემთვის გაუგებარია მელიას უარი – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:12 04-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი მელიას უარი. 

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, მელია 72 საათში იქნებოდა თავისუფალი

“გულახდილად რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ნიკა მელიას უარი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. უბრალოდ არ მესმის. კი ბატონო, პრინციპულობა გამოავლინა, პირადად არ იხდიდა და არ უნდოდა სხვას გადაეხადა, მაგრამ ევროკავშირი არის მზად, რომ გადაიხადოს გირაო. ამით არავის ღირსება არ შეილახება. ამაზე ხელის აკვრა პირადად ჩემთვის გაუგებარია. მაგრამ ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს. უარს ამბობს? მაშინ დარეგისტრირდება ამნისტიის შესახებ კანონი, მაგრამ ეს დროში გაიწელება. დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ის 72 საათში იქნებოდა თავისუფალი. ხოლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დაინიცირების შემთხვევაში, დაახლოებით ერთ თვეში. დაჩქარებული წესით იქნება განხილვა, მაგრამ დაჩქარებასაც ვადა აქვს. ერთ დღეში და ორ დღეში ამნისტიის შესახებ კანონს ვერ მივიღებთ. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ევროკავშირისთვის ამ ინიციატივაზე ასე ხელის აკვრა და ამ კეთილ ნებაზე და ეფექტურ გამოსავალზე უარის თქმა.

კანონპროექტი ჯერ არც არსებობს და ზოგადი საუბარი მისაღებია, მიუღებელია, პოლიციელებზე გავრცელდება არ გავრცელება, უნდა ვნახოთ და კარგად ავწონ- დავწონოთ, რა არის მისაღები და რა – მიუღებელი. თუმცა ზოგადად, ამნისტიის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ ხოლმე. ვნახოთ, ჯერ რა ეწერება. იქ შეიძლება იყოს რაღაც მიუღებელი, რასაც ხმამაღლა გავაპროტესტებთ. გააჩნია, ვისზე გავრცელდება და ვისზე ეცდებიან, გაავრცელონ. სამშაბათს ჩავხედავ, ზუსტად ვნახავ რა არის და გეტყვით,” – განაცხადა ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, ნიკა მელია აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved