• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი რურუას შეწყალების დრო მოვიდა – სწრაფად შეიწყალეთ – გიორგი ვაშაძის მიმართვა პრეზიდენტს

ალია ავტორი - ალია
14:33 04-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიესალმება „ქართული ოცნების“ მზადყოფნას, რომ განიხილონ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი.

„ძალიან კარგი, რომ მზად არიან, განიხილონ ეს დოკუმენტი, მივესალმები ამას. იმედია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც დროულად იქნება, ოპოზიციურ ფორმატებშიც გვექნება საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ ის, რაც უნდა ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევით საზოგადოებას,  მოხდება შეთანხმება და დავიწყებთ ამ ურთულესი შეთანხმების იმპლემენტაციას.

ეს შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებებიდან დაწყებული, მოიცავს უამრავ საკანონმდებლო ცვლილებას, ახალ ინიციატივებს, რომლებმაც ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს გარემო. ეს უნდა გვესმოდეს, რადგან მე ზოგიერთი მაკვირვებს, რომ ამბობენ, არაფერი ამ შეთანხმებაში არ არისო. მეგობრებო, ასე არ შეიძლება საუბარი. მე ხომ არ ვამბობ, რომ ყველაფერია ამ შეთანხმებაში, მაგრამ ამ შეთანხმებაში არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ახლა შეიძლებოდა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების სახით მხარდამჭერი გზა ევროპული ინტეგრციისკენ. მე ამ დოკუმენტს დავარქმევდი გზას შემდგომი ევროპული, ევროატლანტკური ინტეგრაციისკენ. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა ყველამ უნდა გამოიყენოს.

კიდევ ერთხელ მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მე მგონი, დადგა ის დრო, როცა თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანოთ ამ შეთანხმებაში და მემგონი, შეწყალების დრო მოვიდა. გთხოვთ, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული მექანიზმი და შეიწყალოთ რურუა რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved