• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Pfizer-ი და Moderna საქართველოში 2022 წლამდე ვერ შემოვა – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
12:34 04-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

საქართველოში “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების დიდი რაოდენობით შემოტანის შანსი, 2022 წლამდე მინიმალურია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემა “იმედის დილაში” განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო. 

“უსაფრთხოების კუთხით, თავისი თავი უკვე დაამტკიცეს “ფაიზერმა” და “მოდერნამ”, სადაც რეალურად ჩანს, რომ თუ არ ჩავთვლით ალერგიული მოვლენების რისკს, რაიმე განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები, ჯერჯერობით, მათ არ უვლინდებათ და თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, უსაფრთხოების ამ სტანდარტით, ისინი უფრო მაღალი უსაფრთხოების ვაქცინებად ითვლებიან, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ასეთი კონტექსტი, რომელიც მსოფლიო არსებობს. დღეს, მსოფლიოში ვხედავთ, რომ ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია. აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაპაუზდა, სადაც 7 მილიონ შემთხვევაზე, დაახლოებით, 6 თრომბოემბოლიური მოვლენა გამოვლინდა, აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ სიტუაციაშია და დარჩენილი ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. შესაბამისად, აშშ-ის NCDC-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დროებით შეაჩეროს ანუ დააპაუზოს ამ ვაქცინის გამოყენება. ცხადია, ეს პროცესი ჩვენც გვაზარალებს, რადგან აშშ-მა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, რომლებიც Johnson & Johnson-ის ვაქცინის მიმართ გარკვეულ მოლოდინებს იჩენდნენ, კვლავ “ფაიზესა” და “მოდერნაზე” გაზარდეს მოთხოვნა. ჩვენს ქვეყანას ჰქონდა დაპირება, რომ წლის ბოლომდე, 150 ათასი დოზა უნდა მიეღო, მაგრამ, როგორც ვიცით, მათ ოფიციალური წერილი მოიწერეს, ეს ვაქცინა ამოვარდა და საქართველო “მოდერნას” დოზებს ვერ მიიღებს, რადგან ის მწარმოებელს, აშშ-ს სჭირდება. დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო – ვერც ჯანმომ და ვერც “კოვაქსმა”. მეც და, დარწმუნებული ვარ, თქვენც, ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდით, “ფაიზერი” და “მოდერნა” რომ გვქონოდა იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ამის თეორიული შანსი მინიმალურია 2022 წლამდე” – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved