• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა

ალია ავტორი - ალია
12:15 04-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
316

„ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ჩანაფიქრი იყო, რომ დღევანდელი დღის მთავარი თემა ყოფილიყო ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება, თუმცა დღევანდელი დღის მთავარი თემა აღმოჩნდა ის, თუ სად არის „ქართული ოცნება“ და რატომ არ მოაწერა მან ხელი საბოლოო დოკუმენტს.

ვაშაძის განცხადებით, გაუგებარია, რატომ გადასცა „ქართულმა ოცნებამ“ მედიაციის მანდატი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს თუ დოკუმენტში მისთვის კრიტიკული საკითხების ნახვა არ სურდა.

„ყველაზე საინტერესო გუშინ რაც მოხდა და ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, „ქართული ოცნების“ ბოიკოტი დასავლეთს. ეს იყო ბოიკოტი დასავლურ სამყაროს, რომ ისინი არ გამოცხადდნენ მოლაპარაკებებზე. კი ვინტერესდებოდი, რატომ გადაიდო შეხვედრები და მერე მივხვდი, რომ ამის გამო იყო. მაგრამ რა გათვლა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“?! მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია იქნებოდა ულტრარადიკალური, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს დოკუმენტიც მიუღებელია და ისინი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ: აჰა ბატონო, არ აწერენ ხელს და რა ვქნათ? ამით დასავლეთს აჩვენებდნენ, რომ აი, მე კი მინდოდა, მე კი რაღაცას ვთმობდი, რაღაცაზე მზად ვიყავი, მაგრამ ოპოზიცია დესტრუქციულია და არაფერზე არ გვეთანხმება. „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, იმიტომ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია მან ვერ აჩვენა. მართლა მისი ამოცანა იყო, ეჩვენებინა, რომ ოპოზიცია ამაზეც არ მიდის, არაფერზე არ მიდის და ამით დაესრულებინა, რომ აღარ მინდა ამ ხალხთან მოლაპარაკება, ნუ მაიძულებ მათთან ლაპარაკს, ხომ ხედავთ თქვენც უარს გეუბნებიან, ყველას უარს ეუბნებიან, ვაშინგტონს უარს ეუბნებიან, ბრიუსელს უარს ეუბნებიან, ხალხს უარს ეუბნებიან და ამას შეფუთავდა და ეს იქნებოდა დღევანდელი დღის მთავარი თემა. არადა, დღევანდელი დღის მთავარი თემა არის, რომ – სად არის „ქართული ოცნება“? რატომ არ მოაწერეს საბოლოო დოკუმენტს ხელი? რატომ გადასცა მედიაციის მანდატი ევროპულ და ამერიკულ მხარეს თუ მას არ უნდოდა დოკუმენტში ენახა მისთვის კრიტიკული საკითხები?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთანავე, ვაშაძის განმარტებით, გუშინ მედიატორი მხარის მიერ დადებული ახალი დოკუმენტი მისთვის მისაღებია, რადგან მასში არის ასახული შარლ მიშელის მიერ განსაზღვრული 5-ვე საკითხი.

„პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელებთ, როგორც კი გავიგებთ „ქართული ოცნების“ პოზიციას.

ეს დოკუმენტი ჩემთვის მისაღებია, იმიტომ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის დროს 5-ვე პუნქტზე რომ უნდა იყოს გადაწყვეტა, 5-ვე პუნქტზე გადაწყვეტა დევს. ახლა ვიღაცას რაღაცა მეტი უნდა, ნაკლები უნდა, ვიმსჯელოთ! დამოუკიდებელ აზრს მე ყოველთვის პატივს ვცემ, მაგრამ სრული დასაბუთება აქვს ჩემს პოზიციას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved