• რეკლამა
  • კონტაქტი
13:19, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება – გიორგი ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
10:24 04-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს არის ერთადერთი არა მარტო მორალურად და სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი გზა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქოცების არასახელმწიფოებრივი და მეტიც, ქვეყნისადმი მოღალატურ პოზიციასა და ოპოზიციის მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად გამართულ პოზიციას შორის „შუალედურის“ ძებნა პრინციპულად არასწორია.

გულწრფელი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს იმისათვის, რომ საქართველოს და ჩვენს ხალხსა და დემოკრატიას ასე აქტიურად გვერდში იდგნენ და ახლაც გვიდგანან.

მაგრამ ნათელია, რომ მათ შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი და ზღვარი, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი სიტყვა ქართველმა ხალხმა და ჩვენმა პატრიოტულმა, შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა თქვას და აიძულოს უზურპატორი ოლიგარქი, გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი, ანუ ქვეყანაში მის მიერ ხელოვნურად შექმნილი, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად და დანიშნოს ვადამდელი პოლიტიკური არჩევნები, ისე, რომ პოლიტიკური პატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) ციხიდან გამოუშვან და პოლიტიკური დევნა (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ავთანდილ წერეთელი და სხვა) შეწყვიტონ და საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს ნორმალური.

ამიტომ ქოცების ბინძური შანტაჟით შექმნილ არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეიძლება.

ჩვენი მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს არის ერთადერთი არა მარტო მორალურად და სამართლებრივად, არამედ პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი გზა, რაც აუცილებლად (ცხადია მოთმინება და დრო დაგვჭირდება) გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – წერს გიორგი ბარამიძე „ფეისბუქზე“.

აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთ პოსტში გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი ბუნდოვანია და ვინც მასზე ხელმოწერას თანხმდება, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ახალისებს.

„დიდი ტვინის ჭყლეტვა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ისინი, ვინც ამ ბუნდოვანი დოკუმენტის ხელმოწერას თანხმდება, ქოცების მიერ მძევლების აყვანის პოლიტიკას საფუძველს უმაგრებს და სამომავლოდ ახალისებს“, – წერს გიორგი ბარამიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved