• რეკლამა
  • კონტაქტი
14:56, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “ეტლიან ბავშვებსაც გვცემენ…” – გაუპატიურება და ცემა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში – სკანდალური კადრები

ალია ავტორი - ალია
14:37 04-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
443

გაუპატიურება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ფსიქოლოგიური ზეწოლა – რა ხდება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში.

“რუსთვი 2 “-ის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი ეტლს მიჯაჭვული ბავშვებიც არიან – ბენეფიციარები კი დახმარებას და შველას ითხოვენ.

გაუსაძლისი პირობების და ძალადობის ფონზე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა.

“კურიერის” მიერ მოპოვებულ ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ პრობლემა სისტემურია და ბავშვთა სახლის მხოლოდ ერთ ბენეფიციარს არ ეხება.

გიორგი ზაქუტაშვილი, ვისზეც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაუფარავად საუბრობს, ბავშვთა სახლის თანამშრომელია. 40 წლამდე მამაკაცი დაწესებულების დარაჯია. ბრალდების მთავარი ადრესატი და ძალადობაში მხილებული პირი ფაქტს უარყოფს.

ისტორიები, რომლებსაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ყვებიან, სიახლეა დაწესებულების ხელმძღვანელისთვის. მაია ჩიტაიშვილი მომხდარს ვერ უარყოფს, ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მას გარკვეული ინფორმაცია ექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ძალადობის მიმართულებით გარკვეული პრობლემები კოჯრის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის აპარატის დაუგეგმავმა მონიტორინგმაც გამოავლინა. კოჯრის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის შესაბამისი სამსახური დაახლოებით 3 თვის წინ იმყოფებოდა. “კურიერის” მიერ მოპოვებული ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ კი აპარატი კონკრეტული საკითხის შესწავლას დაიწყებს.

“კურიერმა” მოპოვებული ჩანაწერები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ცენტრს გადასცა. მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, სადაც რამდენიმე ტიპის ძალადობის ფაქტებზე თავად მსხვერპლები საუბრობენ, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. თავდაპირველად გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. არსებული ვიდეომასალის გავრცელების შემდგომ არ არის გამორიცხულია დანაშაული სქესობრივი დანაშაულის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved