• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად გადაჯდა გახარიას გუნდი და რა სიმღერა გაახსენა ადამიანებს ახალმა გუნდმა ძველი სახეებით

ალია ავტორი - ალია
14:15 04-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

გახარიას გუნდი პარლამენტში ოპოზიციის ადგილზე გადაჯდა -გახარიას გუნდმა, რომელიც აქამდე მმართველ პარტიაში იმყოფებოდა, “ქართული ოცნება” დატოვა – ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს გააკეთეს განცხადება. სიტყვით გამოვიდა გიორგი ხოჯევანიშვილი და საზოგადოებას ამცნო, რომ გახარიას ახალ გუნდს შეუერთდება.

“ჩვენ ვართ გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები – ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა, ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეპატზე, შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. ჩვენ ვიყავით ქართული ოცნების წევრები და შესაბამისად ვიზიარებთ იმ წარმატებასა და წარუმატებლობებს, რაც ამ პერიოდში მოხდა. ამავე დროს, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს. ჩვენი ქვეყანა დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, მოქალაქეებს უწევთ, ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების, როგორიც არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს და არა ის დაუსრულებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ ამ პრობლემებს ვხედავთ, არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად სამომავლო გეგმებზე გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ. აქ მდგომი დეპუტატების გარდა, ჩვენი თანამოაზრე არის მიხეილ დაუშვილი, რომელიც ამჟამად კოვიდინფიცირებულია, ჯანმრთელობას ვუსურვებთ და დარწმუნებულები ვართ, მალე შემოუერთდება ერთობლივ საქმიანობას” – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

სოციალურ ქსელში ბევრს გაახსენა სიტყვებმა “გახარიას გუნდი ვართ” ცნობილი სიმღერა. სანამ ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია, პოლიტიკური თამაში გრძელდება, მალე გამოჩნდება ვის აქვს კარი და ვინ ვის კარში გაიტანს გოლს…

გუნდი გუნდში, გუნდი გუნდისთვის, გახარიას გუნდი, თუ გუნდაი გახარიას სახელით? – ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს აქვს ხალხს.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved